ონომასტიკა
(→წყარო) |
|||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]] | [[ქართული ენა: ენციკლოპედია]] | ||
[[კატეგორია:ენათმეცნიერება]] | [[კატეგორია:ენათმეცნიერება]] | ||
| − | [[კატეგორია:ენათმეცნიერების | + | [[კატეგორია:ენათმეცნიერების დარგები]] |
მიმდინარე ცვლილება 01:21, 8 თებერვალი 2024 მდგომარეობით
ონომასტიკა – (ბერძ. onomastikē tēchnē – სახელდების ხელოვნება), ენათმეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის ყოველგვარ საკუთარ სახელს. ონომასტიკის ქვედარგებია: ანთროპონიმიკა, ტოპონიმიკა, ზოონიმიკა, ეთნონიმიკა, კოსმონიმიკა, თეონიმიკა და სხვ.
ადრე ამ მნიშვნელობით გამოიყენებოდა ტერმინი ტოპონომასტიკა. ამასთანავე, დიდი ხნის განმავლობაში ტერმინით ონომასტიკა აღინიშნებოდა: 1. ანთროპონიმია; 2. ანთროპონიმიკა; 3. ონიმია. ამ ვითარების გამოძახილია ტერმინები: დიალექტური ონომასტიკა, ლიტერატურული ონომასტიკა, ოდინდელი ონომასტიკა, რეალური ონომასტიკა, მითოლოგიური ონომასტიკა და სხვ. ეს ტერმინები არაა ზუსტი, რადგან მათ შინაარსს განსაზღვრავს არა ონომასტიკა (როგორც მეცნიერება), არამედ ონიმია (ბერძნ. onyma – სახელი) – ონომასტიკის შესწავლის საგანი. ამიტომ საკუთარ სახელებზე მსჯელობისას უფრო მართებულია ონიმის ხმარება: დიალექტიკური ონიმია, ლიტერატურული ონიმია, ოდინდელი ონიმია, რეალური ონიმია და ა. შ.
პ. ცხადაია'