ჭლოუს წარწერა 1445-52

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ჭლოუს წარწერა 1445-52''' – ქართული ასომთავრული რელიეფური წარწე...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:WLOUS WARWERA.JPG|thumb|ჭლოუს წარწერა]]
 
'''ჭლოუს წარწერა 1445-52''' – [[ქართული ასომთავრული]] რელიეფური წარწერა, მოთავსებული დიდი
 
'''ჭლოუს წარწერა 1445-52''' – [[ქართული ასომთავრული]] რელიეფური წარწერა, მოთავსებული დიდი
 
ზომის (100X78X8 სმ) ქვის ფილაზე, რომელიც აღმოჩნდა 1955 სოფ. ჭლოუს (ოჩამჩირის რ-ნი) ეკლესიის ნანგრევების გაწმენდისას. ინახებოდა დ. გულიას სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმში (სოხუმი). ფილას გვერდებიდან და ზემოდან შემოუყვება რელიეფური ჩარჩო, ხოლო მის ორსავე ზედა კუთხეში თითო რელიეფური პალმეტია გამოყვანილი. როგორც ფილის ქვემოთ ღია, შეუკრავი ჩარჩოდან ჩანს, მას ქვემოდან სხვა ფილა ჰქონია მიდგმული და, შესაძლოა, ორივე ერთად [[საფლავის ქვა]] იყო. ჩვენამდე მოღწეული ზედა ნახევარი გაპობილია ორ, თითქმის თანაბარ ნაწილად, ჩამომტვრეულია მისი ქვედა მარჯვენა კუთხე. წარწერა შესრულებულია დიდი ზომის [[ასო (ნიშანი)|ასოებით]] (სიმაღლე – 13-14,5 სმ), მეორე სტრიქონის შუაში – ხვეული დამწერლობით. მისი ტექსტი ასეთია:  
 
მიმდინარე ცვლილება 12:22, 25 მარტი 2024 მდგომარეობით

ჭლოუს წარწერა

ჭლოუს წარწერა 1445-52ქართული ასომთავრული რელიეფური წარწერა, მოთავსებული დიდი ზომის (100X78X8 სმ) ქვის ფილაზე, რომელიც აღმოჩნდა 1955 სოფ. ჭლოუს (ოჩამჩირის რ-ნი) ეკლესიის ნანგრევების გაწმენდისას. ინახებოდა დ. გულიას სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმში (სოხუმი). ფილას გვერდებიდან და ზემოდან შემოუყვება რელიეფური ჩარჩო, ხოლო მის ორსავე ზედა კუთხეში თითო რელიეფური პალმეტია გამოყვანილი. როგორც ფილის ქვემოთ ღია, შეუკრავი ჩარჩოდან ჩანს, მას ქვემოდან სხვა ფილა ჰქონია მიდგმული და, შესაძლოა, ორივე ერთად საფლავის ქვა იყო. ჩვენამდე მოღწეული ზედა ნახევარი გაპობილია ორ, თითქმის თანაბარ ნაწილად, ჩამომტვრეულია მისი ქვედა მარჯვენა კუთხე. წარწერა შესრულებულია დიდი ზომის ასოებით (სიმაღლე – 13-14,5 სმ), მეორე სტრიქონის შუაში – ხვეული დამწერლობით. მისი ტექსტი ასეთია:

„ერისთავთა ერისთავი, მანდატურთუხუცესი დადიან ოზბეგს, შეუნდენ ღმერთმან“, წარწერაში დასახელებული ოზბეგ დადიანი ერთი სვანური ისტორიული საბუთის მიხედვით, ალექსანდრე I დიდის ძის დემეტრე მეფის თანამედროვეა. მისი მეფობა 1445-52 განისაზღვრება და ჭლოუს წარწერაც ამ დროით უნდა დათარიღდეს. წარწერის მიხედვით, XV ს. შუა ხანებში აფხაზეთი ეკუთვნის დადიანს, ერთიანი საქართველოს მეფის ერთ-ერთ დიდმოხელეს (ერისთავთა ერისთავს და მანდატურთუხუცესს), ხოლო სოფ. ჭლოუს ეკლესია მისი სამარხიცაა. ენობრივად წარწერა გაუმართავია – მოხსენიებული პირის სახელი და მისი თანამდებობის აღმნიშვნელი ტერმინები სხეადასხვა ბრუნვაშია წარმოდგენილი,რაც დასავლეთ-ქართული წერილობითი ძეგლების გარკვეულ ნაწილში „მეგრელიზმების“ შემოჭრის ერთ-ერთ ადრინდელ დადასტურებად შეიძლება მივიჩნიოთ.

ვ. სილოგავა

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • სვანეთის წერილობითი ძეგლები, I, ვ. სილოგავას გამოც. თბ, 1986

[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები