მარშალ ფონ ბიბერშტაინი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბიბერშტაინი მარშალ ფონ“ გადაიტანა გვერდზე „[[მარშალ ფონ ბიბერშტ...)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 16:22, 4 აპრილი 2024 მდგომარეობით

მარშალ ფონ ბიბერშტაინი

მარშალ ფონ ბიბერშტაინი – ადოლფ ჰერმან (გერმ. Adolf Marschall von Bieberstein; 12 ოქტომბერი 1842 — 24 სექტემბერი 1912), გერმანელი დიპლომატი. 1883-90 – ბადენის წარგზავნილი ბერლინში 1890-97 – საგარეო საქმეთა სტატ მდივანი. მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ინგლის-გერმანიის ხელშეკრულების (1890) ხელმოწერაში, იყო ინგლის-ბელგიის 1894 ხელშეკრულების, ასევე ბურების რესპუბლიკებში – ორანესა და ტრასსუალში, ბრიტანელთა შეღწევის მიმართ გერმანიის წინააღმდეგობის ერთ-ერთი ინიციატორი. 1897-1912 – გერმანიის ელჩი თურქეთში. ხელი შეუწყო გერმანიის მიერ კონცესიის მიღებას ბაღდადის რკინიგზის მშენებლობაზე. ყოველმხრივ აბრკოლებდა, შავი ზღვის სრუტეების გახსნას რუსეთის სამხედრო ხომალდებისათვის.




[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები