მცხეთის მუნიციპალიტეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(გეოგრაფიული მდებარეობა)
(ნიადაგი)
 
ხაზი 12: ხაზი 12:
  
 
===ნიადაგი===
 
===ნიადაგი===
გავრცელებულია მდელოს ალუვიური კარბონატული, მდელოს ყავისფერი და ტყის ყავისფერი ნიადაგები. წიაღისეული სიმდიდრეებიდან აღსანიშნავია ქსნისა და მცხეთის აგურ-კრამიტის თიხები, ძეგვის მერგელები და კირქვები. ტყეს უჭირავს 4036 ჰა. განსაკუთრებით ხშირი ტყეებია რაიონის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე მთების კალთებზე, აქვეა საგურამოს სახელმწიფო ნაკრძალი.  
+
გავრცელებულია მდელოს ალუვიური კარბონატული, [[მდელოს ყავისფერი ნიადაგები|მდელოს ყავისფერი]] და ტყის ყავისფერი ნიადაგები. წიაღისეული სიმდიდრეებიდან აღსანიშნავია ქსნისა და მცხეთის აგურ-კრამიტის თიხები, ძეგვის მერგელები და კირქვები. ტყეს უჭირავს 4036 ჰა. განსაკუთრებით ხშირი ტყეებია რაიონის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე მთების კალთებზე, აქვეა საგურამოს სახელმწიფო ნაკრძალი.
  
 
=== [[ეკონომიკა]] ===
 
=== [[ეკონომიკა]] ===

მიმდინარე ცვლილება 22:09, 9 მაისი 2024 მდგომარეობით

მცხეთის მუნიციპალიტეტი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში.

1917 წლამდე მცხეთის რაიონის ტერიტორია შედიოდა ტფილისის გუბერნიის დუშეთის მაზრაში, 1917 წლიდან 1929 წლამდე – ტფილისის მაზრაში, 1929 წლიდან 1930 წლის 1 ოქტომბრამდე ტფილისის ოლქში, ხოლო 1930 წლიდან 1934 წლამდე ცალკე ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეული იყო. 1934-1938 წლებში დაექვემდებარა თბილისის გარეუბნის რაიონს. 1938 წლიდან კვლავ ცალკე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულია. ამჟამად მუნიციპალიტეტი.

სარჩევი

[რედაქტირება] გეოგრაფიული მდებარეობა

მცხეთის მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით ესაზღვრება დუშეთის და თიანეთის, სამხრეთით – თეთრიწყაროს, გარდაბნის რაიონები და ქალაქი თბილისი, აღმოსავლეთით – საგარეჯოს, დასავლეთით – კასპის რაიონები ფართობი 8.12,5 კვ. კმ. მუნიციპალიტეტის ცენტრია ქალაქი მცხეთა.

მუნიციპალლიტეტის ტერიტორიის დიდი ნაწილი უკავია მუხრან-საგურამოს ვაკეს (ზ. დ. 500-650 მ). სამხრეთ ნაწილში წლევა-თხოთისა და სხალტბის ქედებია, აღმოსავლეთით ქართლისა და საგურამოს ქედების კალთები ეშვება. რელიეფი დაბალმთიანია. ცალკეული მწვერვალების სიმაღლე 1600 მ-ს არ აღემატება. მთავარი მდინარეებია: მტკვარი, არაგვი, ქსანი, ნარეკვავი, თეზამი.

[რედაქტირება] ჰავა

მცხეთის რაიონი ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქშია მოქცეული. ზამთარი ზომიერად ცივია, ზაფხული – ცხელი. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 10,8-12 C-მდეა, იანვრისა – 1,1-0,3-მდე, ივლისის 22-23,6 C. ნალექების წლიური რაოდენობა 575 მმ-დან 635 მმ-მდე აღწევს.

[რედაქტირება] ნიადაგი

გავრცელებულია მდელოს ალუვიური კარბონატული, მდელოს ყავისფერი და ტყის ყავისფერი ნიადაგები. წიაღისეული სიმდიდრეებიდან აღსანიშნავია ქსნისა და მცხეთის აგურ-კრამიტის თიხები, ძეგვის მერგელები და კირქვები. ტყეს უჭირავს 4036 ჰა. განსაკუთრებით ხშირი ტყეებია რაიონის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე მთების კალთებზე, აქვეა საგურამოს სახელმწიფო ნაკრძალი.

[რედაქტირება] ეკონომიკა

რაიონის ტერიტორიაზე გადის ამიერკავკასიის რკინიგზის ხაზი, საქართველოს სამხედრო გზა და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები. აქ მდებარეობს ამიერკავკასიაში პირველი ჰიდროელექტროსადგური — ზაჰესი, მოქმედებდა მრავალი სხვადასხვა პროფილის კვების მრეწველობის (უალკოჰოლო წვენების, რძის, საკონსერვო ქარხნები) საწარმოები.

[რედაქტირება] სოფლის მეურნეობა

სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგებია: მებოსტნეობა-მებაღეობა, მევენახეობა, მეხილეობა, მოჰყავთ მარცვლეული. განვითარებულია მეცხოველეობა, მისდევენ მეაბრეშუმეობას. ა

[რედაქტირება] კულტურა

მცხეთაში არის ხალხო თეატრი, ხელოვნებისა და ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, საგურამოში – ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი.

არქეოლოგიური მასალა და მატერიალური კულტურის ძეგლები მოწმობენ, რომ რაიონის ტერიტორიაზე ადამიანი უწყვეტად ცხოვრობს ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან დღემდე.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები