ახალციხის მურა ნახშირის საბადო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ვალეს მურა ნახშირის საბადო“ გადაიტანა გვერდზე „[[ახალციხის მურა ...) |
(→წყრო) |
||
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
[[სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი]] | [[სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი]] | ||
[[კატეგორია:საბადოები საქართველოში]] | [[კატეგორია:საბადოები საქართველოში]] | ||
− | [[კატეგორია:საბადოები სამცხე | + | [[კატეგორია:საბადოები სამცხე-ჯავახეთის მხარეში]] |
მიმდინარე ცვლილება 15:08, 13 მაისი 2024 მდგომარეობით
ახალციხის მურა ნახშირის საბადო – მდებარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფლების ვალესა და ნაოხრების მიდამოებში, მდინარე ფოცხოვისწყლის ხეობაში (ქვაბლიანის შესართავთან), ზღვის დონიდან 1000-1600 მ სიმაღლეზე ქალაქ ახალციხიდან დასავლეთით 8-10 კმ მანძილზე.
ნახშირშემცველი ფენების გავრცელების არეალია 90-110 კმ2, მარაგი – 75-100 მლნ ტ, რითაც იგი უდიდესია საქართველოში. ნახშირი დაბალი ხარისხისაა (თბოტევადობა 2200-4500 კკალ/კგ). ამასთან რთული სამთო-გეოლოგიური პირობების (ღრმა ფენებში მდებარეობის) გამო, მისი მოპოვება 1980-იანი წლებიდან შეწყდა.