ეფრემოვკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ეფრემოვკა“ გადაიტანა გვერდზე „გოლი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გოლი“ გადაიტანა გვერდზე „ეფრემოვკა“ გადამისამართებაზე) |
მიმდინარე ცვლილება 00:43, 2 მაისი 2024 მდგომარეობით
ეფრემოვკა, (გოლი) – სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, შედის გორელოვკის თემში, მადათაფის ტბის ნაპირზე, მდინარე ბუღდაშენის (ფარავნის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან. 2110-2120 მ სიმაღლეზე, ქ. ნინოწმინდიდან 15 კმ მანძილზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში.
მოსახლეობის რიცხოვნობა – 179. მათი უმრავლესობა (84 %) სომეხია (2002). 1830-იანი წლებიდან აქ ცხოვრობდნენ დუხობორები. უკანასკნელ წლებში ისინი აქედან გადასახლდნენ. XIX საუკუნეში რუსი სექტანტების აქ დასახლების შემდეგ წარმოიქმნა რუსეთის გუბერნიების ქალაქ ეფრემოვის პარალელური სახელი: „ეფრემოვკა". სოფლის ქართული სახელია „გოლი”.