საღამო (სოფელი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→იხილე აგრეთვე) |
|||
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 5: | ხაზი 5: | ||
დავით”. სოფელში მდგარა 3 მეტრი სიმაღლის ქვა [[ასომთავრული]] წარწერით, სადაც მოხსენიებულია | დავით”. სოფელში მდგარა 3 მეტრი სიმაღლის ქვა [[ასომთავრული]] წარწერით, სადაც მოხსენიებულია | ||
დავით ულუ. ქვა ამჟამად დაცულია [[საქართველოს ეროვნული მუზეუმი|საქართველოს ეროვნულ მუზეუმში]]. | დავით ულუ. ქვა ამჟამად დაცულია [[საქართველოს ეროვნული მუზეუმი|საქართველოს ეროვნულ მუზეუმში]]. | ||
− | |||
მიმდინარე ცვლილება 01:31, 27 მაისი 2024 მდგომარეობით
საღამო – სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, განძნის თემში, საღამოს ტბის ჩრდილოაღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1990-2060 მ სიმაღლეზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მოსახლეობის რიცხოვნობა – 181, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – სომეხი (2002).
ძველად დიდი სოფელი ყოფილა.სოფელში შემორჩენილია შუა საუკუნეების 3 ეკლესია. სოფლის მიდამოებში შემორჩენილია შუა საუკუნეების 4 ეკლესია, ზოგიერთი ძლიერ დაზიანებული. ერთ-ერთი წარწერა გვამცნობს: „ადიდენ და დაამყარენ ღმერთმან ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თჳითმპყრობელ, მეფეთა მეფე დავით”. სოფელში მდგარა 3 მეტრი სიმაღლის ქვა ასომთავრული წარწერით, სადაც მოხსენიებულია დავით ულუ. ქვა ამჟამად დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.