ჭრელტყავა
(→წყარო) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Wreltyava.JPG|thumb|250px|ჭრელტყავა]] | ||
'''ჭრელტყავა''' – (Vormela peregusna), მტაცებელი ძუძუმწოვარი კვერნისებრთა ოჯახიდან. ჭრელტყავა გავრცელებულია [[რუმინეთი|რუმინეთში]], [[ბულგარეთი|ბულგარეთში]], წინა და მცირე [[აზია]]ში, [[ირანი|ირანში]], [[ავღანეთი|ავღანეთში]], [[პაკისტანი|პაკისტანში]], [[ჩინეთი|ჩინეთში]], [[უკრაინა|უკრაინის]] სამხრეთ ოლქებსა და შავი ზღვის სანაპირო ველებზე, [[ყაზახეთი|ყაზახეთში]], [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიაში]]. [[საქართველო]]ში ბინადრობს [[ახალციხის მუნიციპალიტეტი|ახალციხის]], [[ასპინძის მუნიციპალიტეტი|ასპინძის]], [[ახალქალაქის მუნიციპალიტეტი|ახალქალაქის]], ბოგდანოვკის, [[გორის მუნიციპალიტეტი|გორის]], [[კასპის მუნიციპალიტეტი|კასპის]], [[მცხეთის მუნიციპალიტეტი|მცხეთის]], თელავის, ბოლნისის რაიონებში, სამგორში. | '''ჭრელტყავა''' – (Vormela peregusna), მტაცებელი ძუძუმწოვარი კვერნისებრთა ოჯახიდან. ჭრელტყავა გავრცელებულია [[რუმინეთი|რუმინეთში]], [[ბულგარეთი|ბულგარეთში]], წინა და მცირე [[აზია]]ში, [[ირანი|ირანში]], [[ავღანეთი|ავღანეთში]], [[პაკისტანი|პაკისტანში]], [[ჩინეთი|ჩინეთში]], [[უკრაინა|უკრაინის]] სამხრეთ ოლქებსა და შავი ზღვის სანაპირო ველებზე, [[ყაზახეთი|ყაზახეთში]], [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიაში]]. [[საქართველო]]ში ბინადრობს [[ახალციხის მუნიციპალიტეტი|ახალციხის]], [[ასპინძის მუნიციპალიტეტი|ასპინძის]], [[ახალქალაქის მუნიციპალიტეტი|ახალქალაქის]], ბოგდანოვკის, [[გორის მუნიციპალიტეტი|გორის]], [[კასპის მუნიციპალიტეტი|კასპის]], [[მცხეთის მუნიციპალიტეტი|მცხეთის]], თელავის, ბოლნისის რაიონებში, სამგორში. | ||
მიმდინარე ცვლილება 15:24, 21 მაისი 2024 მდგომარეობით
ჭრელტყავა – (Vormela peregusna), მტაცებელი ძუძუმწოვარი კვერნისებრთა ოჯახიდან. ჭრელტყავა გავრცელებულია რუმინეთში, ბულგარეთში, წინა და მცირე აზიაში, ირანში, ავღანეთში, პაკისტანში, ჩინეთში, უკრაინის სამხრეთ ოლქებსა და შავი ზღვის სანაპირო ველებზე, ყაზახეთში, ამიერკავკასიაში. საქართველოში ბინადრობს ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქის, ბოგდანოვკის, გორის, კასპის, მცხეთის, თელავის, ბოლნისის რაიონებში, სამგორში.
იკვებება მღრნელებით, წვრილი ფრინველებით, ხვლიკებით, კენკრით და სხვ. ჭრელტყავას გამრავლების შესახებ ლიტერატურაში განსხვავებული ცნობები მოიპოვება. მაგალითად, ა. ჯანაშვილის მონაცემებით, ჭრელტყავა მძუნაობას გაზაფხულზე, აპრილ-მაისში იწყებს, ხოლო მაკეობის ხანგრძლივობა ორ თვემდე გრძელდება, შობს 4-8 ნაშიერს. გრომოვი და სხვები მიუთითებენ, რომ ჭრელტყავას მძუნაობა აგვისტო-სექტემბერში მიმდინარეობს, ხოლო მაკეობის ხანგრძლივობა ხუთ თვემდე გრძელდება, აგრეთვე ახასიათბს ლატენტური სტადია. ასევე განსხვავებულ მონაცემებს იძლევიან ჭრელტყავას გამრავლების შესახებ ბობრინსკი და სხვ.
შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში როგორც გამქრალი ან მიუვალ ადგილებში შემორჩენილი სახეობა. გლობალურად მოწყვლად სახეობადაა მიჩნეული.