ოუენ-სტოლტენბერგის სამშვიდობო გეგმა
(ახალი გვერდი: '''ოუენ-სტოლტენბერგის სამშვიდობო გეგმა''' (ბოსნია-ჰერცეგოვინი...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ოუენ-სტოლტენბერგის სამშვიდობო გეგმა''' (ბოსნია- | + | '''ოუენ-სტოლტენბერგის სამშვიდობო გეგმა''' ([[ბოსნია და ჰერცეგოვინა|ბოსნია-ჰერცეგოვინისა]]თვის) – წარედგინა ჟენევის საერთაშორისო კონფერენციას 20.VIII.1993, გეგმა [[გაერო]]ს დავალებით შეიმუშავეს საერთაშორისო მედიატორებმა – ინგლისის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დ. ოუენმა და [[შვედეთი]]ს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ტ. სტოლტენბერგმა. გეგმას საფუძვლად დაედო ბოსნიელი სერბების ლიდერის რ. კარაჯიჩისა და ბოსნიელი ხორვატების ხელმძღვანელის მ. ბობანის წინადადებები. |
| − | 10 რაიონიდან ცხრა გადადიოდა | + | |
| − | დააკავშირებდა ხორვატიასთან. ოუენ-სტოლტენბერგის სამშვიდობო გეგმა მოიწონეს ბოსნიელმა სერბებმა და ბოსნიელმა ხორვატებმა. მაგრამ მუსლიმებმა უარი თქვეს მის მიღებაზე. ბოსნია-ჰერცეგოვინის პრეზიდენტმა ა. იზეტბეგოვიჩმა ოფიციალურად უარყო იგი, რადგან მისი აზრით, მუსლიმებისათვის უნდა გადაეცათ არა 31, არამედ 40% ტერიტორიისა და სამი ქალაქი – პლოჩე, ფოჩა და პროედორი. | + | ახალი სამშვიდობო გეგმით ბოსნია-ჰერცეგოვინა სამ ახალ ეთნიკურ სახელმწიფოდ იყოფოდა. ტერიტორიის 52% უნდა რგებოდა სერბებს, 3% – მუსლიმებს და 17% – ხორვატებს. ეს სამი სახელმწიფო ერთ კონფედერაციად უნდა გაერთიანებულიყო. ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქის სარაევოს 10 რაიონიდან ცხრა გადადიოდა [[გაერო]]ს მიერ დანიშნული ადმინისტრაციის მმართველობის ხელში, ხოლო ჰერცეგოვინის ცენტრი – ქ. მოსტარი– ევროპის თანამეგობრობის მიერ დანიშნული ადმინისტრაციული მმართველობის ხელში. პალეს რაიონი გადაეცემოდა სერბების რესპუბლიკას. გეგმის მიხედვით გათვალისწინებული იყო სამი დერეფნის შექმნა. პირველი დერეფანი ბოსნია-ჰერცეგოვინის მუსლიმურ სახელმწიფოს დააკავშირებდა ადრიატიკის ზღვასთან, მეორე დერეფანი ერთმანეთთან დააკავშირებდა აღმოსავლეთ ბოსნიის ორ მუსლიმურ ანკლავს – გორაჟდასა და სრერბენიცას და ბოლოს, მესამე დერეფანი ბოსნია-ჰერცეგოვინის მუსლიმურ ნაწილს დააკავშირებდა ხორვატიასთან. ოუენ-სტოლტენბერგის სამშვიდობო გეგმა მოიწონეს ბოსნიელმა სერბებმა და ბოსნიელმა ხორვატებმა. მაგრამ მუსლიმებმა უარი თქვეს მის მიღებაზე. ბოსნია-ჰერცეგოვინის პრეზიდენტმა ა. იზეტბეგოვიჩმა ოფიციალურად უარყო იგი, რადგან მისი აზრით, მუსლიმებისათვის უნდა გადაეცათ არა 31, არამედ 40% ტერიტორიისა და სამი ქალაქი – პლოჩე, ფოჩა და პროედორი. |
მიმდინარე ცვლილება 13:43, 27 სექტემბერი 2024 მდგომარეობით
ოუენ-სტოლტენბერგის სამშვიდობო გეგმა (ბოსნია-ჰერცეგოვინისათვის) – წარედგინა ჟენევის საერთაშორისო კონფერენციას 20.VIII.1993, გეგმა გაეროს დავალებით შეიმუშავეს საერთაშორისო მედიატორებმა – ინგლისის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დ. ოუენმა და შვედეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ტ. სტოლტენბერგმა. გეგმას საფუძვლად დაედო ბოსნიელი სერბების ლიდერის რ. კარაჯიჩისა და ბოსნიელი ხორვატების ხელმძღვანელის მ. ბობანის წინადადებები.
ახალი სამშვიდობო გეგმით ბოსნია-ჰერცეგოვინა სამ ახალ ეთნიკურ სახელმწიფოდ იყოფოდა. ტერიტორიის 52% უნდა რგებოდა სერბებს, 3% – მუსლიმებს და 17% – ხორვატებს. ეს სამი სახელმწიფო ერთ კონფედერაციად უნდა გაერთიანებულიყო. ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქის სარაევოს 10 რაიონიდან ცხრა გადადიოდა გაეროს მიერ დანიშნული ადმინისტრაციის მმართველობის ხელში, ხოლო ჰერცეგოვინის ცენტრი – ქ. მოსტარი– ევროპის თანამეგობრობის მიერ დანიშნული ადმინისტრაციული მმართველობის ხელში. პალეს რაიონი გადაეცემოდა სერბების რესპუბლიკას. გეგმის მიხედვით გათვალისწინებული იყო სამი დერეფნის შექმნა. პირველი დერეფანი ბოსნია-ჰერცეგოვინის მუსლიმურ სახელმწიფოს დააკავშირებდა ადრიატიკის ზღვასთან, მეორე დერეფანი ერთმანეთთან დააკავშირებდა აღმოსავლეთ ბოსნიის ორ მუსლიმურ ანკლავს – გორაჟდასა და სრერბენიცას და ბოლოს, მესამე დერეფანი ბოსნია-ჰერცეგოვინის მუსლიმურ ნაწილს დააკავშირებდა ხორვატიასთან. ოუენ-სტოლტენბერგის სამშვიდობო გეგმა მოიწონეს ბოსნიელმა სერბებმა და ბოსნიელმა ხორვატებმა. მაგრამ მუსლიმებმა უარი თქვეს მის მიღებაზე. ბოსნია-ჰერცეგოვინის პრეზიდენტმა ა. იზეტბეგოვიჩმა ოფიციალურად უარყო იგი, რადგან მისი აზრით, მუსლიმებისათვის უნდა გადაეცათ არა 31, არამედ 40% ტერიტორიისა და სამი ქალაქი – პლოჩე, ფოჩა და პროედორი.