პროპაგანდის კონგრეგაცია
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პროპაგანდის კონგრეგაცია“ გადაიტანა გვერდზე „პროპაგანდა ფიდე“) |
|||
| (ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | ''' | + | '''„პროპაგანდის კონგრეგაცია“''' – („პროპაგანდა ფიდე“), სრული სახელწოდებაა „რწმენის გამავრცელებელი კონგრეგაცია“. |
| − | + | ||
| + | 1622 [[რომის პაპი|პაპის]], გრიგოლ XV-ის (1621-23) მიერ დაარსებული რომის [[კათოლიკე ეკლესია|კათოლიკური ეკლესიის]] ამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონგრეგაციის მიზანს აღმოსავლეთის [[მართლმადიდებლობა]]ში [[კათოლიკობა|კათოლიკობის]] გავრცელება და შესაბამისი ქვეყნების თავისი სულიერი ძალაუფლების გავლენაში მოქცევა წარმოადგენდა. პროპაგანდის კონგრეგაცია კათოლიკური მისიების მთავარ ხელმძღვანელ ცენტრად იქცა, რომის პაპისა და „პროპაგანდა ფიდეს“ სტრატეგიულ გეგმაში [[კავკასია|კავკასიისა]] და ყირიმის სულიერი დაპყრობის, მისი რომის [[კათოლიციზმი]]ს ფორპოსტად ქცევის საკითხიც შედის. ამის შესასრულებლად იქმნება და იგზავნება დომინიკელთა, ავგუსტინელთა, თეატინელთა სხვადასხვა მისიები. | ||
| + | |||
| + | არაერთი მისია მოეწყო [[საქართველო]]შიც, რომელთაც დიპლომატიური დატვირთვაც ჰქონდათ – მისიონერი ბერები გარკვეულწილად რომის დიპლომატიური წარმომადგენლებიც იყვნენ. მისიონერებმა უძვირფასესი ცნობები შემოგვინახეს გვიანი შუა საუკუნეების ქართული სამეფო-სამთავროების ისტორიის შესახებ. 1620 „პროპაგანდის კონგრეგაციამ“ თეატინელ ბერს სტეფანო პაოლინის სტამბის გამართვა დაავალა, – 1629 რომში „პროპაგანდა ფიდეს“ სტამბაში პირველი ქართული წიგნი დაიბეჭდა. | ||
მიმდინარე ცვლილება 15:12, 30 სექტემბერი 2024 მდგომარეობით
„პროპაგანდის კონგრეგაცია“ – („პროპაგანდა ფიდე“), სრული სახელწოდებაა „რწმენის გამავრცელებელი კონგრეგაცია“.
1622 პაპის, გრიგოლ XV-ის (1621-23) მიერ დაარსებული რომის კათოლიკური ეკლესიის ამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონგრეგაციის მიზანს აღმოსავლეთის მართლმადიდებლობაში კათოლიკობის გავრცელება და შესაბამისი ქვეყნების თავისი სულიერი ძალაუფლების გავლენაში მოქცევა წარმოადგენდა. პროპაგანდის კონგრეგაცია კათოლიკური მისიების მთავარ ხელმძღვანელ ცენტრად იქცა, რომის პაპისა და „პროპაგანდა ფიდეს“ სტრატეგიულ გეგმაში კავკასიისა და ყირიმის სულიერი დაპყრობის, მისი რომის კათოლიციზმის ფორპოსტად ქცევის საკითხიც შედის. ამის შესასრულებლად იქმნება და იგზავნება დომინიკელთა, ავგუსტინელთა, თეატინელთა სხვადასხვა მისიები.
არაერთი მისია მოეწყო საქართველოშიც, რომელთაც დიპლომატიური დატვირთვაც ჰქონდათ – მისიონერი ბერები გარკვეულწილად რომის დიპლომატიური წარმომადგენლებიც იყვნენ. მისიონერებმა უძვირფასესი ცნობები შემოგვინახეს გვიანი შუა საუკუნეების ქართული სამეფო-სამთავროების ისტორიის შესახებ. 1620 „პროპაგანდის კონგრეგაციამ“ თეატინელ ბერს სტეფანო პაოლინის სტამბის გამართვა დაავალა, – 1629 რომში „პროპაგანდა ფიდეს“ სტამბაში პირველი ქართული წიგნი დაიბეჭდა.