ჯაყელი სარგის (II)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჯაყელი სარგის II“ გადაიტანა გვერდზე „ჯაყელი სარგის (II)“ გადამისა...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სარგის II ჯაყელი“ გადაიტანა გვერდზე „ჯაყელი სარგის (II)“ გადამისა...)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 22:23, 28 ივლისი 2024 მდგომარეობით

სარგის (II) ჯაყელი - ბექა მანდატურთუხუცესის უფროსი ძე; სამცხის სპასალარი და მანდატურთუხუცესი 1308-1334 წწ. მანდატურთუხუცესის თანამდებობით იხსენიება იგი ანჩის კარედი ხატის წარწერაში. სარგისი გამოსახულია ზარზმის ტაძარში თანმხლები წარწერით: „სამცხის სპასალარი სარგიზ და მხატუართუხუცეს“ (ვ. ბერიძე). მიჩნეულია, რომ წარწერაში, სავარაუდოდ, შეცდომაა და „მხტრთუხუცეს“-ის ნაცვლად უნდა ეწეროს „მ{ნდ}ტრთუხცეს“. რამდენადაც წარწერა განთავსებულია სარგისის გამოსახულების თავთან, მარჯვენა მხარეს, ის არ შეიძლება ეკუთვნოდეს ყვარყვარე ამირსპასალარის გამოსახულებას, როგორც ამას მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს. ამდენად, ბექა (I)-ის შვილებიდან მანდატურთუხუცესის ხელის მფლობელი მხოლოდ სარგის (I) უნდა ყოფილიყო.



[რედაქტირება] წყაროები და ლიტერატურა

  • ბერიძე 1954: 124;
  • მესხია 1979: 53-54;
  • საყვარელიძე 1976: 80;
  • კლდიაშვილი 1981: 66-68.

[რედაქტირება] წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები