ჯაყელი ყვარყვარე II
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ყვარყვარე II ჯაყელი“ გადაიტანა გვერდზე „ჯაყელი ყვარყვარე II“ გად...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''ყვარყვარე II ჯაყელი''' – (1416- 1498), სამცხე-საათაბაგოს [[ათაბაგი]] 1551-98, ივანე II ჯაყელის ძე. | '''ყვარყვარე II ჯაყელი''' – (1416- 1498), სამცხე-საათაბაგოს [[ათაბაგი]] 1551-98, ივანე II ჯაყელის ძე. | ||
| − | 1447 ყვარყვარემ სამთავროს ტახტის ჩასაგდებად თავისი ძმის – აღბუღა ათაბაგის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა. | + | 1447 ყვარყვარემ სამთავროს ტახტის ჩასაგდებად თავისი ძმის – [[აღბუღა ჯაყელი II|აღბუღა]] ათაბაგის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა. [[საქართველო]]ს მეფე [[გიორგი VIII]]-მ ხელისუფლებისათვის ბრძოლაში მხარი აღბუღას დაუჭირა, რის გამო ყვარყვარე სამუდამოდ გადაიმტერა. 1451, აღბუღა ათაბაგის გარდაცვალების შემდეგ, გიორგი VIII-მ [[ვეზირი|ვეზირები]]ს რჩევით, ათაბაგობა ყვარყვარე II-ს უწყალობა, მაგრად ყვარყვარეს მეფისგან დამოუკიდებლობის მოპოვება სურდა და მის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა წამოიწყო. თავდაპირველად ყვარყვარემ [[მესხეთი]]ს ეკლესიის მცხეთის საკათალიკოსოსგან ჩამოშორება სცადა. ყვარყვარე II ჯაყელის საეკლესიო პოლიტიკამ მარცხი განიცადა. მისი განკერძოებული პოლიტიკა საერთაშორისო ურთიერთობაშიც მჟღავნდებოდა. მას უცხოეთის სახელმწიფოებთან გიორგი VIII-გან დამოუკიდებელი დიპლომატიური ურთიერთობა და მიწერ-მოწერა ჰქონდა. |
| − | 1453 ოსმალეთის სულთანმა მეჰმედ II-მ კონსტანტინოპოლი დაიპყრო, [[ბიზანტიის იმპერია]]მ არსებობა შეწყვიტა. ოსმალეთის მხრიდან საფრთხის გაძლიერებამ ყვარყვარე II და გიორგი VIII დროებით ერთმანეთს დააახლოვა. მათ დაიწყეს დიპლომატიური კონტაქტების გზების ძიება დასავლეთ [[ევროპა|ევროპისა]] და აღმოსავლეთის ქვეყნებში ანტიოსმალური [[კოალიცია|კოალიციის]] შექმნის მიზნით, გიორგი VIII-ის და ყვარყვარე II-ის მისწრაფება თანხმდებოდა [[რომის პაპი|რომის პაპ]] კალიქსტუს III-ის განზრახვას, რომელმაც 1456 თავისი ელჩი ლუდოვიკო ბოლონიელი გამოგზავნა ანტიოსმალურ კოალიციაში აღმოსავლეთის სახელმწიფოების ჩართვის მიზნით. ელჩი [[საქართველო]]საც ეწვია, საიდანაც რომის პაპს გიორგი | + | 1453 ოსმალეთის სულთანმა მეჰმედ II-მ კონსტანტინოპოლი დაიპყრო, [[ბიზანტიის იმპერია]]მ არსებობა შეწყვიტა. ოსმალეთის მხრიდან საფრთხის გაძლიერებამ ყვარყვარე II და გიორგი VIII დროებით ერთმანეთს დააახლოვა. მათ დაიწყეს დიპლომატიური კონტაქტების გზების ძიება დასავლეთ [[ევროპა|ევროპისა]] და აღმოსავლეთის ქვეყნებში ანტიოსმალური [[კოალიცია|კოალიციის]] შექმნის მიზნით, გიორგი VIII-ის და ყვარყვარე II-ის მისწრაფება თანხმდებოდა [[რომის პაპი|რომის პაპ]] კალიქსტუს III-ის განზრახვას, რომელმაც 1456 თავისი ელჩი ლუდოვიკო ბოლონიელი გამოგზავნა ანტიოსმალურ კოალიციაში აღმოსავლეთის სახელმწიფოების ჩართვის მიზნით. ელჩი [[საქართველო]]საც ეწვია, საიდანაც რომის პაპს გიორგი VIII-ისა და ყვარყვარე II-ის წერილები ჩაუტანა. იმავე 1456 წლის ბოლოს ლუდოვიკო ბოლონიელი რომში დაბრუნდა. 1457 წლის 22 დეკემბერს კალიქსტუს III-მ ლუდოვიკო ბოლონიელის ხელით ყვარყვარე II-ს საპასუხო წერილი გამოუგზავნა. რომელშიც კმაყოფილებას გამოთქვამდა ყვარყვარეს მიერ საქართველოს მეფესა და სხვა მმართველებთან დადებული [[ზავი]]ს გამო. მოუწოდებდა, შეერთებული ძალებით განეგრძოთ ომი ოსმალეთის წინააღმდეგ. 1458 კალიქსტუეს III გარდაიცვალა და რომის პაპი პიუს II გახდა. ახალი პაპის დავალებით 1458 წლის ბოლოს ლუდოვიკო ბოლონიელი კვლავ გაუდგა აღმოსავლეთის გზას. 1459 მისი შუამდგომლობით საქართველოს ყველა მეფე-მთავარმა ერთმანეთში ზავი დადო. 1460 მათ თავიანთ მოკავშირეებთან (ტრაპიზონის კეისარი, კილიკიის სომხეთის მეფე, თეთრბატკნიან თურქმანთა ხელმწიფე [[უზუნ-ჰასანი]]) ერთად გაერთიანებული ელჩობა გაგზავნეს ევროპაში ანტიოსმალური კოალიციის შექმნის მიზნით. |
| − | + | ყვარყვარე II-ის ელჩი [[ახალციხე (ქალაქი ახალციხის მუნიციპალიტეტში)|ახალციხელის]] ქასადანი იყო. ყვარყვარე II რომის პაპსა და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა მეთაურებს ოსმალეთის წინააღმდეგ 20000 მეომრის გამოყვანას ჰპირდებოდა, მაგრამ ევროპაში არავითარი ინტერესი არ გამოიჩინეს ანტიოსმალური კოალიციის შექმნის იდეისადმი. ანტიოსმალური კოალიციის შექმნის გეგმა ჩაიფუშა. | |
| − | [ჯვაროსნული ლაშქრობები|ჯვაროსნული ლაშქრობის]] გეგმის ჩაშლისთანავე მეფე-მთავრებს შორის დადებული ზავიც დაირღვა. მთავრებმა უფრო გააფთრებით დაიწყეს ბრძოლა სრული დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, ყვარყვარე II-მ კვლავ განაახლა ომი გიორგი VIII-ის წინააღმდეგ. 1465 ყვარყვარე, მოულოდნელად დაესხა თავს მის დასამორჩილებლად [[ფარავნის ტბა]]სთან დაბანაკებულ გიორგი VIII-ს და დაატყვევა იგი. ამას მოჰყვა ბაგრატ VI-ის გამეფება ქართლ-იმერეთში და გიორგი VIII-ისა – კახეთში | + | [ჯვაროსნული ლაშქრობები|ჯვაროსნული ლაშქრობის]] გეგმის ჩაშლისთანავე მეფე-მთავრებს შორის დადებული ზავიც დაირღვა. მთავრებმა უფრო გააფთრებით დაიწყეს ბრძოლა სრული დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, ყვარყვარე II-მ კვლავ განაახლა ომი გიორგი VIII-ის წინააღმდეგ. 1465 ყვარყვარე, მოულოდნელად დაესხა თავს მის დასამორჩილებლად [[ფარავნის ტბა]]სთან დაბანაკებულ გიორგი VIII-ს და დაატყვევა იგი. ამას მოჰყვა ბაგრატ VI-ის გამეფება ქართლ-იმერეთში და [[გიორგი VIII]]-ისა – კახეთში. ყვარყვარე II-ის დროიდან სამცხის სამთავრო უკვე სრულ დამოუკიდებლობას ახორციელებდა. ამიერიდან ჯაყელების ამ სამფლობელოს „სამცხე-საათაბაგო“ ეწოდა. |
| − | 1478 ქართლ-იმერეთში [[კონსტანტინე II (ქართლის მეფე)|კონსტანტინე II]] გამეფდა. მალე მასსა და ყვარყვარე II-ს შორის ბრძოლა ატყდა. [[არადეთის ბრძოლა 1483|1483 არადეთის ბრძოლაში]] ყვარყვარე II-მ დაამარცხა კონსტანტინე II. ამით ისარგებლა ალექსანდრე ბაგრატ VI-ის ძემ | + | 1478 ქართლ-იმერეთში [[კონსტანტინე II (ქართლის მეფე)|კონსტანტინე II]] გამეფდა. მალე მასსა და ყვარყვარე II-ს შორის ბრძოლა ატყდა. [[არადეთის ბრძოლა 1483|1483 არადეთის ბრძოლაში]] ყვარყვარე II-მ დაამარცხა კონსტანტინე II. ამით ისარგებლა [[ალექსანდრე II (იმერეთის მეფე)|ალექსანდრე]] ბაგრატ VI-ის ძემ, რომელიც იმერეთში გამეფდა. 1490 მოწვეულმა ქართლის სამეფო დარბაზმა ცნო საქართველოს პოლიტიკური დაშლის ფაქტი. 1491-92 ქართლის მეფე კონსტანტინე II-მ, კახეთის მეფე [[ალექსანდრე I (კახეთის მეფე)|ალექსანდრე I]]-მა, იმერეთის მეფე ალექსანდრე II-მ და ყვარყვარე II-მ დადეს ზავი და სახელმწიფო საზღვრები დააწესეს. |
==წყარო== | ==წყარო== | ||
მიმდინარე ცვლილება 23:51, 9 ოქტომბერი 2024 მდგომარეობით
ყვარყვარე II ჯაყელი – (1416- 1498), სამცხე-საათაბაგოს ათაბაგი 1551-98, ივანე II ჯაყელის ძე.
1447 ყვარყვარემ სამთავროს ტახტის ჩასაგდებად თავისი ძმის – აღბუღა ათაბაგის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა. საქართველოს მეფე გიორგი VIII-მ ხელისუფლებისათვის ბრძოლაში მხარი აღბუღას დაუჭირა, რის გამო ყვარყვარე სამუდამოდ გადაიმტერა. 1451, აღბუღა ათაბაგის გარდაცვალების შემდეგ, გიორგი VIII-მ ვეზირების რჩევით, ათაბაგობა ყვარყვარე II-ს უწყალობა, მაგრად ყვარყვარეს მეფისგან დამოუკიდებლობის მოპოვება სურდა და მის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა წამოიწყო. თავდაპირველად ყვარყვარემ მესხეთის ეკლესიის მცხეთის საკათალიკოსოსგან ჩამოშორება სცადა. ყვარყვარე II ჯაყელის საეკლესიო პოლიტიკამ მარცხი განიცადა. მისი განკერძოებული პოლიტიკა საერთაშორისო ურთიერთობაშიც მჟღავნდებოდა. მას უცხოეთის სახელმწიფოებთან გიორგი VIII-გან დამოუკიდებელი დიპლომატიური ურთიერთობა და მიწერ-მოწერა ჰქონდა.
1453 ოსმალეთის სულთანმა მეჰმედ II-მ კონსტანტინოპოლი დაიპყრო, ბიზანტიის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა. ოსმალეთის მხრიდან საფრთხის გაძლიერებამ ყვარყვარე II და გიორგი VIII დროებით ერთმანეთს დააახლოვა. მათ დაიწყეს დიპლომატიური კონტაქტების გზების ძიება დასავლეთ ევროპისა და აღმოსავლეთის ქვეყნებში ანტიოსმალური კოალიციის შექმნის მიზნით, გიორგი VIII-ის და ყვარყვარე II-ის მისწრაფება თანხმდებოდა რომის პაპ კალიქსტუს III-ის განზრახვას, რომელმაც 1456 თავისი ელჩი ლუდოვიკო ბოლონიელი გამოგზავნა ანტიოსმალურ კოალიციაში აღმოსავლეთის სახელმწიფოების ჩართვის მიზნით. ელჩი საქართველოსაც ეწვია, საიდანაც რომის პაპს გიორგი VIII-ისა და ყვარყვარე II-ის წერილები ჩაუტანა. იმავე 1456 წლის ბოლოს ლუდოვიკო ბოლონიელი რომში დაბრუნდა. 1457 წლის 22 დეკემბერს კალიქსტუს III-მ ლუდოვიკო ბოლონიელის ხელით ყვარყვარე II-ს საპასუხო წერილი გამოუგზავნა. რომელშიც კმაყოფილებას გამოთქვამდა ყვარყვარეს მიერ საქართველოს მეფესა და სხვა მმართველებთან დადებული ზავის გამო. მოუწოდებდა, შეერთებული ძალებით განეგრძოთ ომი ოსმალეთის წინააღმდეგ. 1458 კალიქსტუეს III გარდაიცვალა და რომის პაპი პიუს II გახდა. ახალი პაპის დავალებით 1458 წლის ბოლოს ლუდოვიკო ბოლონიელი კვლავ გაუდგა აღმოსავლეთის გზას. 1459 მისი შუამდგომლობით საქართველოს ყველა მეფე-მთავარმა ერთმანეთში ზავი დადო. 1460 მათ თავიანთ მოკავშირეებთან (ტრაპიზონის კეისარი, კილიკიის სომხეთის მეფე, თეთრბატკნიან თურქმანთა ხელმწიფე უზუნ-ჰასანი) ერთად გაერთიანებული ელჩობა გაგზავნეს ევროპაში ანტიოსმალური კოალიციის შექმნის მიზნით.
ყვარყვარე II-ის ელჩი ახალციხელის ქასადანი იყო. ყვარყვარე II რომის პაპსა და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა მეთაურებს ოსმალეთის წინააღმდეგ 20000 მეომრის გამოყვანას ჰპირდებოდა, მაგრამ ევროპაში არავითარი ინტერესი არ გამოიჩინეს ანტიოსმალური კოალიციის შექმნის იდეისადმი. ანტიოსმალური კოალიციის შექმნის გეგმა ჩაიფუშა.
[ჯვაროსნული ლაშქრობები|ჯვაროსნული ლაშქრობის]] გეგმის ჩაშლისთანავე მეფე-მთავრებს შორის დადებული ზავიც დაირღვა. მთავრებმა უფრო გააფთრებით დაიწყეს ბრძოლა სრული დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, ყვარყვარე II-მ კვლავ განაახლა ომი გიორგი VIII-ის წინააღმდეგ. 1465 ყვარყვარე, მოულოდნელად დაესხა თავს მის დასამორჩილებლად ფარავნის ტბასთან დაბანაკებულ გიორგი VIII-ს და დაატყვევა იგი. ამას მოჰყვა ბაგრატ VI-ის გამეფება ქართლ-იმერეთში და გიორგი VIII-ისა – კახეთში. ყვარყვარე II-ის დროიდან სამცხის სამთავრო უკვე სრულ დამოუკიდებლობას ახორციელებდა. ამიერიდან ჯაყელების ამ სამფლობელოს „სამცხე-საათაბაგო“ ეწოდა.
1478 ქართლ-იმერეთში კონსტანტინე II გამეფდა. მალე მასსა და ყვარყვარე II-ს შორის ბრძოლა ატყდა. 1483 არადეთის ბრძოლაში ყვარყვარე II-მ დაამარცხა კონსტანტინე II. ამით ისარგებლა ალექსანდრე ბაგრატ VI-ის ძემ, რომელიც იმერეთში გამეფდა. 1490 მოწვეულმა ქართლის სამეფო დარბაზმა ცნო საქართველოს პოლიტიკური დაშლის ფაქტი. 1491-92 ქართლის მეფე კონსტანტინე II-მ, კახეთის მეფე ალექსანდრე I-მა, იმერეთის მეფე ალექსანდრე II-მ და ყვარყვარე II-მ დადეს ზავი და სახელმწიფო საზღვრები დააწესეს.