შეთანხმება სამართლებრივ საქმეში დახმარების შესახებ
(ახალი გვერდი: '''შეთანხმება სამართლებრივ საქმეში დახმარების შესახებ''' – სა...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 4: | ხაზი 4: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]] | [[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]] | ||
| − | [[კატეგორია:საერთაშორისო | + | [[კატეგორია:საერთაშორისო სამართალი]] |
მიმდინარე ცვლილება 21:40, 11 სექტემბერი 2024 მდგომარეობით
შეთანხმება სამართლებრივ საქმეში დახმარების შესახებ – სახელმწიფოთა შორის დადებული შეთანხმება სასამართლოების და იუსტიციის სხვა ორგანოთა თანამშრომლობის საკითხებზე სამოქალაქო, საოჯახო და სისხლისსამართლებრივი საქმეების გადაწყვეტის დროს. შეთანხმების მიზანია ერთი სახელმწიფოს მოქალაქეების ქონებრივი და პირადი უფლებების ურთიერთაღიარების და დაცვის უზრუნველყოფა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე; შეთანხმებაში რეგულირებულია მოქალაქეთა სამართლებრივი დაცვის, სასამართლო დავალებების შესრულების, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების, დოკუმენტების გაგზავნის, დამნაშავეთა გადაცემის საკითხები. აგრეთვე სისხლისსამართლებრივ საქმეებზე სამართლებრივი დახმარების, საკანონმდებლო და სასამართლო პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის გაცვლის სხვა ასპექტები. შეთანხმება ამარტივებს მოქალაქეთა მიერ პირადი და ქონებრივი უფლებების განხორციელებას, აწესრიგებს იუსტიციის ორგანოთა ურთიერთობებს.