თავლიდარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 4: ხაზი 4:
  
 
==წყაროები და ლიტერატურა==
 
==წყაროები და ლიტერატურა==
დასტურლამალი 1970: 654; სურგულაძე 1952: 193-194.
+
* დასტურლამალი 1970: 654;  
 +
* სურგულაძე 1952: 193-194.
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
'''ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში'''. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი 2017
+
[[ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში]]
  
[[კატეგორია:ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის მოხელეები ძველ საქართველოში]]
+
[[კატეგორია:მოხელეები ძველ საქართველოში]]
 
[[კატეგორია:თანამდებობები ძველ საქართველოში]]
 
[[კატეგორია:თანამდებობები ძველ საქართველოში]]

მიმდინარე ცვლილება 15:06, 16 ივნისი 2023 მდგომარეობით

თავლიდარი - (არაბ-სპარს. tahvildār - მოლარე, ხაზინადარი.); იგივე გამგეთუხუცესი, მმართველობის ცენტრალური აპარატის მოხელე გვიანფეოდალურ საქართველოში. თავლიდარი სასახლეში ასრულებდა სამეურნეო ფუნქციებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ფუნქციები ვიწრო სამეურნეო დანიშნულებით ამოიწურებოდა, თავლიდარის თანამდებობა აუცილებელი იყო მმართველობის ყველა სამეურნეო/საფინანსო განშტოებაში. „დასტურამალის“ მიხდვით, თავლიდარის თანამდებობა გათვალისწინებული იყო ქარხანაში, სალაროში, საღვინეში, სამზარეულოში, საჯინიბოში, საფარეშოში, საშარბათოში და ა.შ.; სალაროს თავლიდარი მოლარეთუხუცესს ექვემდებარებოდა. მას ებარა სალაროში დაცული ნივთები, გასცემდა მათ და აწარმოებდა ანგარიშს. სალაროს თავლიდარს საბუთებში ზოგჯერ მეფის სასახლის ხარჯების თავლიდარიც ეწოდება. როცა მეფეს სალაროდან რაიმე დასჭირდებოდა, თავლიდარი მოლარეთუხუცესის წინამძღოლობით მეფეს საჭირო ნივთს მიართმევდა. საჯინიბოს თავლიდარს ცხენების საქმე ეკითხებოდა. სალაროს თავლიდარს საკმაოდ დიდი შემოსავალი ჰქონდა. მისი წლიური სარგო ოთხი თუმანი იყო, მაგრამ, ამავე დროს, მას წილი ეკუთვნოდა სალაროში შესული საჩუქრებიდან. თავლიდარის თანამდებობაზე დანიშნული პირები სამეფო აზნაურულ წრეს მიეკუთვნებოდნენ. XVII-XVIII სს-დან ცნობილია მხოლოდ რამდენიმე თავლიდარის სახელი: თავლიდარი და ქილიფდარი ყაიბულა; თავლიდარი მანუჩარი; თავლიდარი ქაიხოსრო ყორღანაშვილი.


[რედაქტირება] წყაროები და ლიტერატურა

  • დასტურლამალი 1970: 654;
  • სურგულაძე 1952: 193-194.

[რედაქტირება] წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები