შეისონი კლოდ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კლოდ შეისონი“ გადაიტანა გვერდზე „შეისონი კლოდ“ გადამისამართე...) |
|
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |
მიმდინარე ცვლილება 12:10, 17 სექტემბერი 2024 მდგომარეობით
კლოდ შეისონი – (ფრანგ. Claude Cheysson; დ. 13 აპრილი 1920, — გ. 15 ოქტომბერი 2012), საფრანგეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი.
1948-დან მუშაობდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და უცხოეთში საფრანგეთის წარმომადგენლობებში;
1966-69 – საფრანგეთის ელჩი ინდონეზიაში;
1970-73 ხელმძღვანელობდა კონგოში სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელ მსხვილ ფრანგულ კომპანიას;
1973-დან – ევროპის თანამეგობრობათა კომისიის წევრი;
1978-81 – ამავე კომისიის წევრი განვითარებად ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში. აქტიურად მონაწილეობდა ლომეს კონვენციის მომზადებაში;
1981-84 – საფრანგეთის საგარეო ურთიერთობათა საქმეების მინისტრი;
1984-დან – ევროპელ თანამეგობრობათა კომისიის წევრი.
1989-1994 – ევროპარლამენტის წევრი.