შეისონი კლოდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „შეისონი კლოდ“ გადაიტანა გვერდზე „კლოდ შეისონი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კლოდ შეისონი“ გადაიტანა გვერდზე „შეისონი კლოდ“ გადამისამართე...)
 

მიმდინარე ცვლილება 12:10, 17 სექტემბერი 2024 მდგომარეობით

კლოდ შეისონი

კლოდ შეისონი – (ფრანგ. Claude Cheysson; დ. 13 აპრილი 1920, — გ. 15 ოქტომბერი 2012), საფრანგეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი.

1948-დან მუშაობდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და უცხოეთში საფრანგეთის წარმომადგენლობებში;
1966-69 – საფრანგეთის ელჩი ინდონეზიაში;
1970-73 ხელმძღვანელობდა კონგოში სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელ მსხვილ ფრანგულ კომპანიას;
1973-დან – ევროპის თანამეგობრობათა კომისიის წევრი;
1978-81 – ამავე კომისიის წევრი განვითარებად ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში. აქტიურად მონაწილეობდა ლომეს კონვენციის მომზადებაში;
1981-84 – საფრანგეთის საგარეო ურთიერთობათა საქმეების მინისტრი;
1984-დან – ევროპელ თანამეგობრობათა კომისიის წევრი. 1989-1994 – ევროპარლამენტის წევრი.

[რედაქტირება] წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები