ახი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ახი''' –(მრავლ. „ახუ“), სულიერი საწყისი, პერსონიფიცირებული სუ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ახუ“ გადაიტანა გვერდზე „ახი“ გადამისამართებაზე)
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 10: ხაზი 10:
 
[[კატეგორია:ძველი ეგვიპტე]]
 
[[კატეგორია:ძველი ეგვიპტე]]
 
[[კატეგორია:ეგვიპტური მითები]]
 
[[კატეგორია:ეგვიპტური მითები]]
[[კატეგორია:დაკრძალვის რიტუალი ძველ ეგვიპტეში]]
+
[[კატეგორია:ეგვიპტური კონცეფცია სულის შესახებ]]

მიმდინარე ცვლილება 16:08, 17 ნოემბერი 2024 მდგომარეობით

ახი –(მრავლ. „ახუ“), სულიერი საწყისი, პერსონიფიცირებული სული, ასევე უფრო დაბალი რანგის ღმერთები და განწმენდილი გარდაცვლილები.

გარდაცვლილთან დაკავშირებულ ლიტურგიაში ჩართული იყო სხეულის განწმენდასთან დაკავშირებული სპეციალური გამონათქვამები, რომლებიც უნდა დახმარებოდა მიცვალებულს, გარდაქმნილიყო ახად. უნისის პირამიდის ტექსტებში ვკითხულობთ, რომ „სხეული მიწას ეკუთვნის, სული – ზეცას“.

თვითონ სიტყვა „ახი“ ეტიმოლოგიურად დაკავშირებულია „ნათებასთან“, „ბრწყინვალებასთან“, რაც ახის არსებას მიწიერის საპირისპიროდ „გაბრწყინებულ“ გარემოში ათავსებს. ახი ასოცირდებოდა მარადიულ ბრწყინვლებასთან, რომელსაც სივრცეში და დროში გადანაცვლების უნარი გააჩნდა. ახი გამოიწერებოდა ფრინველის, თიბისის იეროგლიფით. ეგვიპტელები, რომლებიც თავიანთ აბსტრაქტულ ცნებებს ადვილად ანიჭებდნენ მატერიალურ სახეს, როგორც ჩანს, ახუს ამ ფრინველში ინკორპორირებულად თვლიდნენ. პირამიდების ტექსტებში არის ბევრი გამონათქვამი, რომლებიც უნდა დაეხმაროს ფარაონს „ახად“ გარდასახვაში, მაგრამ გარდაცვლილ ფარაონს იმავდროულად გააჩნდა „ბა“ და იგი „ოსირისად“ და „ღმერთად“ გარდაისახებოდა. პირამიდების ეპოქაში ეს მხოლოდ ფარაონის პრეროგატივად ითვლებოდა. მისი დიდებულების იმქვეყნიური მარადიულობა მათ „ახად“ გარდასახვაზე იყო დამოკიდებული. სამარხების შესასვლელთან ათავსებდნენ გარდაცვლილის პირით შედგენილ წარწერებს: „მე ვარ ახი, რომელმაც იცის ყველა საჭირო მაგია“. არსებობს ასევე ვარაუდი, რომ ახი გარდაცვლილის „კას“ (მისი სასიცოცხლო ძალის) და „ბას“ (მისი სულის) შერწყმის შედეგად წარმოიქმნებოდა.


[რედაქტირება] წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები