აბსენთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:AbsentiTi van gogi.PNG|thumb|150პქ|ვინსენტ ვან გოგი, მაგიდა აბსენთით კაფეში 1887]]
 
[[ფაილი:AbsentiTi van gogi.PNG|thumb|150პქ|ვინსენტ ვან გოგი, მაგიდა აბსენთით კაფეში 1887]]
'''აბსენთი''' – ალკოჰოლური სასმელი, რომელიც დამზადებულია მწარე [[აბზინდა|აბზინდისაგან]]. აბსენთის შემადგენლობაში შედის აგრეთვე ანისულას, დიდი კამის, [[ბარამბო]]ს და სხვა სამკურნალო მცენარეების ექსტრაქტები. ეთერზეთების ხსნად ფორმაში შესანარჩუნებლად საჭიროა სპირტის მაღალი კონცენტრაცია, რის გამოც აბსენთის სიმაგრე 70-75 მოც. %-ია. აბსენთის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს მონოტერპინი (თუიონი).  
+
'''აბსენთი''' – [[ალკოჰოლური სასმელები|ალკოჰოლური სასმელი]], რომელიც დამზადებულია მწარე [[აბზინდა|აბზინდისაგან]]. აბსენთის შემადგენლობაში შედის აგრეთვე ანისულას, დიდი კამის, [[ბარამბო]]ს და სხვა სამკურნალო მცენარეების ექსტრაქტები. ეთერზეთების ხსნად ფორმაში შესანარჩუნებლად საჭიროა სპირტის მაღალი კონცენტრაცია, რის გამოც აბსენთის სიმაგრე 70-75 მოც. %-ია. აბსენთის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს მონოტერპინი (თუიონი).  
  
ძველი ბერძნები და რომაელები აბზინდის ნაყენს იყენებდნენ როგორც სამკურნალო საშუალებას. [[ჰიპოკრატე]] მას ურჩევდა სიყვითლის, რევმატიზმის და პერიოდული ქალური ტკივილების დროს. შუა საუკუნეების ინგლისში პოპულარული იყო ცხელი [[ლუდი]] აბზინდასთან ერთად, რომელსაც ერქვა Purl.  
 
===== ისტორია=====
 
===== ისტორია=====
 
თანამედროვე სასმელის რეცეპტი შეიქმნა XVIII საუკუნის ბოლოს. გავრცელებულ ვერსიად ითვლება შემდეგი: დასავლეთ შვეიცარიაში მცხოვრები ქალბატონი ენრიო აბზინდიდან ამზადებდა სამკურნალო ნაყენს, რომლითაც დაინტერესდა ფრანგი ექიმი პიერ ორდინერი. 1792 წელს იგი ცდებს ატარებდა ველურ აბზინდაზე, სწავლობდა რა მის თვისებებს, ავადმყოფებს უნიშნავდა მისგან მომზადებულ ნაყენს. ქალბატონი ენრიოს გარდაცვალების შემდეგ მისმა ქალიშვილებმა ნაყენის რეცეპტი მიჰყიდეს მაიორ რუბიეს, რომელმაც, თავის მხრივ, ვაჟიშვილთან და სიძესთან, ანრი-ლუი პერნოსთან ერთად გახსნა აბსენთის წარმოების და რეალიზაციის პირველი საწარმო. წამალი გადაიქცა ალკოჰოლურ სასმელად, რომელმაც მალე პოპულარობა მოიპოვა მრავალ ქვეყანაში. ლუი-ანრი პერნომ შეიმუშავა კიდევ ერთი რეცეპტი, სადაც აბზინდა მთლიანად შეცვლილი იყო ანისულათი. ამ სასმელს ამჟამად ჰქვია პერნო.  
 
ხაზი 16: ხაზი 17:
 
ფაილი:Absenti 3.PNG|
 
ფაილი:Absenti 3.PNG|
 
</gallery>
 
</gallery>
 +
 +
 +
==იხილე აგრეთვე==
 +
[[ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება]]
  
==წყარო==
 
==წყარო==
[[მსოფლიოს ხალხთ სასმელები]]
+
[[მსოფლიოს ხალხთა სასმელები‏‎]]
 
[[კატეგორია:ალკოჰოლური სასმელები]]
 
[[კატეგორია:ალკოჰოლური სასმელები]]

მიმდინარე ცვლილება 01:15, 11 აპრილი 2025 მდგომარეობით

ვინსენტ ვან გოგი, მაგიდა აბსენთით კაფეში 1887

აბსენთიალკოჰოლური სასმელი, რომელიც დამზადებულია მწარე აბზინდისაგან. აბსენთის შემადგენლობაში შედის აგრეთვე ანისულას, დიდი კამის, ბარამბოს და სხვა სამკურნალო მცენარეების ექსტრაქტები. ეთერზეთების ხსნად ფორმაში შესანარჩუნებლად საჭიროა სპირტის მაღალი კონცენტრაცია, რის გამოც აბსენთის სიმაგრე 70-75 მოც. %-ია. აბსენთის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს მონოტერპინი (თუიონი).

ძველი ბერძნები და რომაელები აბზინდის ნაყენს იყენებდნენ როგორც სამკურნალო საშუალებას. ჰიპოკრატე მას ურჩევდა სიყვითლის, რევმატიზმის და პერიოდული ქალური ტკივილების დროს. შუა საუკუნეების ინგლისში პოპულარული იყო ცხელი ლუდი აბზინდასთან ერთად, რომელსაც ერქვა Purl.

[რედაქტირება] ისტორია

თანამედროვე სასმელის რეცეპტი შეიქმნა XVIII საუკუნის ბოლოს. გავრცელებულ ვერსიად ითვლება შემდეგი: დასავლეთ შვეიცარიაში მცხოვრები ქალბატონი ენრიო აბზინდიდან ამზადებდა სამკურნალო ნაყენს, რომლითაც დაინტერესდა ფრანგი ექიმი პიერ ორდინერი. 1792 წელს იგი ცდებს ატარებდა ველურ აბზინდაზე, სწავლობდა რა მის თვისებებს, ავადმყოფებს უნიშნავდა მისგან მომზადებულ ნაყენს. ქალბატონი ენრიოს გარდაცვალების შემდეგ მისმა ქალიშვილებმა ნაყენის რეცეპტი მიჰყიდეს მაიორ რუბიეს, რომელმაც, თავის მხრივ, ვაჟიშვილთან და სიძესთან, ანრი-ლუი პერნოსთან ერთად გახსნა აბსენთის წარმოების და რეალიზაციის პირველი საწარმო. წამალი გადაიქცა ალკოჰოლურ სასმელად, რომელმაც მალე პოპულარობა მოიპოვა მრავალ ქვეყანაში. ლუი-ანრი პერნომ შეიმუშავა კიდევ ერთი რეცეპტი, სადაც აბზინდა მთლიანად შეცვლილი იყო ანისულათი. ამ სასმელს ამჟამად ჰქვია პერნო.

XIX საუკუნიდან აბსენთი გახდა ბოჰემური სასმელი. მას მიირთმევდნენ მოპასანი, ვან გოგი, ედგარ-პო, ბოდლერი, ოსკარ უაილდი, ედგარ დეგა, მანე, პიკასო, რემბრანდტი და სხვები. აბსენთმა დაიმკვიდრა კიდევ ერთი სახელწოდება „მწვანე ფერია“, თუმცა XX საუკუნის დასაწყისიდან დაიწყო აბსენთის განდევნა. გაჩნდა მოსაზრება იმის შესახებ, რომ აბსენთი იწვევს აბსენტიზმის სინდრომს, რომლისთვისაც დამახასიათებელია შეჩვევა, მოჭარბებული აღგზნებადობა და ჰალუცინაციები. გასული საუკუნის ოციან წლებში აბსენთი აიკრძალა ევროპის მრავალ ქვეყანაში. შესაძლებელია, აბსენთის განდევნის მიზეზი ყოფილიყო მეღვინეების მიერ მოწყობილი ინტრიგები, რომლებიც მნიშვნელოვან ზარალს განიცდიდნენ აბსენთის დიდი პოპულარობის გამო. იმ დროისათვის არ იყო სერიოზული კვლევები იმის შესახებ, თუ კერძოდ რა გავლენას ახდენდა აბსენთის კომპონენტი თუიონი ადამიანის ორგანიზმზე.

დღესდღეობით, აბსენთს ლეგალურად ამზადებენ ჩეხეთში, ესპანეთსა და ანდორაში. აბსენთის წარმოება რეგლამენტირებულია ეკონომიკური საბჭოს ნორმებითა და წესებით, რომელსაც გავლილი აქვს ყველა აუცილებელი ანალიზური ტესტი და ზომიერი მოხმარების შემთხვევაში, ჯანმრთელობისათვის არ წარმოადგენს საფრთხეს. აბსენტის ელიტარულ მარკებს მიეკუთვნება 1920 წელს დაარსებული ჩეხური კომპანიის მიერ წარმოებული „hills absinthe“. ფირმის მფლობელმა შეინარჩუნა საოჯახო რეცეპტი და დღეისათვის წარმოადგენს აბსენთის მწარმოებლებს შორის ყველაზე ავტორიტეტულ სპეციალისტს.

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება

[რედაქტირება] წყარო

მსოფლიოს ხალხთა სასმელები‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები