კახიძე ვახტანგ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კახიძე ვახტანგ“ გადაიტანა გვერდზე „ვახტანგ კახიძე“) |
(→წყარო) |
||
(ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
+ | [[ფაილი:Vaxtang kaxiZe.PNG|thumb|150px|ვახტანგ კახიძე]] | ||
'''ვახტანგ კახიძე''' – (23 მარტი 1959, [[თბილისი]]), ქართველი დირიჟორი. ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (2014), თბილისის საპატიო მოქალაქე (2018). | '''ვახტანგ კახიძე''' – (23 მარტი 1959, [[თბილისი]]), ქართველი დირიჟორი. ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (2014), თბილისის საპატიო მოქალაქე (2018). | ||
ხაზი 13: | ხაზი 14: | ||
[[კატეგორია:ქართველი დირიჟორები]] | [[კატეგორია:ქართველი დირიჟორები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი კომპოზიტორები]] | [[კატეგორია:ქართველი კომპოზიტორები]] | ||
− | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ზაქარია ფალიაშვილის პრემიის ლაურიატები]] |
[[კატეგორია:კახიძეები]] | [[კატეგორია:კახიძეები]] |
მიმდინარე ცვლილება 00:20, 25 აპრილი 2025 მდგომარეობით
ვახტანგ კახიძე – (23 მარტი 1959, თბილისი), ქართველი დირიჟორი. ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (2014), თბილისის საპატიო მოქალაქე (2018).
1981 დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორიის საკომპოზიციო განყოფილება (იქვე ასპირანტურა) ნ. სიდელნიკოვის (კომპოზიცია) და ე. დენისოვის (ინსტრუმენტობა) ხელმძღვანელობით. 1988-89 ეუფლებოდა სადირიჟორო ხელოვნებას მამამისის ჯ. კახიძის ხელით. 1989 დირიჟორობდა საკუთარ ბალეტ „ამორძალებს“ (თბილისი), 1994-იდან იწყებს სიმფონიურ დირიჟორობას. 2002-იდან „თბილისის სიმფონიური ორკესტრის“ მთავარი დირიჟორია და ჯ. კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალური-კულტურის ცენტრის პრეზიდენტი. მართავს გასტროლებს, როგორც ინდივიდუალურად, ისე თბილისის სიმფონიურ ორკთან ერთად (2004-მოსკოვში, პეტერბურგსა და იტალიაში, 2005 – ჩინეთში). თანამშრომლობს თანამედროვეობის გამოჩენილ მუსიკოსებთან და მუსიკალურ კოლექტივებთან მრავალფეროვანი რეპერტუარით (გ. ყანჩელის „STYX“-ის პირველი შემსრულებელი). ატარებს ჯ. კახიძის მიერ დამკვიდრებულ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალებს „შემოდგომის თბილისი“.
ვახტანგ კახიძე ავტორია სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებისა (მათ შორის, დიდი ფორმის ვოკალურ-სიმფონიური ნაწარმოებები, მუსიკა კინო და დრამატული თეატრისათვის, ჯაზური კომპოზიციები). გამოდის როგორც პიანისტი ცნობილ ჯაზურ კოლექტივებთან ერთად. მიღებული აქვს მთელი რიგი (მათ შორის, საერთაშორისო) პრემიები.