მუხთაროვა ფატმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ფატმა მუხთაროვა''' – (26. III. 1893, ურმია, ახლანდელი რეზაიე, ირანი. – 19....)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ფატმა მუხთაროვა“ გადაიტანა გვერდზე „მუხთაროვა ფატმა“ გადამის...)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 23:24, 4 მაისი 2025 მდგომარეობით

ფატმა მუხთაროვა – (26. III. 1893, ურმია, ახლანდელი რეზაიე, ირანი. – 19. X. 1972, ბაქო) აზერბაიჯანელი მომღერალი (მეცო-სოპრანო). აზერბაიჯანის სახალხო არტისტი (1940), საქართველოს დამსახურებული არტისტი (1936). 1914 დაამთავრა სარატოვის კონსერვატორია და შემდგომ მღეროდა მოსკოვის, ყაზანის, ლენინგრადის, კიევის, ხარკოვის, ოდესის, თბილისის საოპერო თეატრებში. 1938-53 ბაქოს საოპერო თეატრის სოლისტი; გამოირჩეოდა ლამაზი ტემბრის ძლიერი ხმით, აქტიორული ნიჭით, არტისტული ტემპერამენტით. თბილისელი მაყურებლის ერთ-ერთი საყვარელი მომღერალი იყო. მისი პარტნიორები იყვნენ ვ. სარაჯიშვილი და ქართველ მომღერალთა შემდგომი პლეადა. მუხთაროვას საუკეთესო პარტიებია: კარმენი, ამნერისი, დალილა და სხვ.


[რედაქტირება] წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები