ყვარელაშვილი მიხეილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მიხეილ ყვარელაშვილი''' − (18 მარტი.1906 ს. ხაშმი — 28 აპრილი 1984, [[თბილ...)
 
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Mixeil yvarelashvili.PNG|thumb|130პქ|მიხეილ ყვარელაშვილი]]
 
'''მიხეილ ყვარელაშვილი''' − (18 მარტი.1906 ს. ხაშმი — 28 აპრილი 1984, [[თბილისი]]), [[ქართველები|ქართველი]] მომღერალი (ლირიკული [[ტენორი (ხმა)|ტენორი]]). საქართველოს სახალხო არტისტი (1965).  
 
'''მიხეილ ყვარელაშვილი''' − (18 მარტი.1906 ს. ხაშმი — 28 აპრილი 1984, [[თბილისი]]), [[ქართველები|ქართველი]] მომღერალი (ლირიკული [[ტენორი (ხმა)|ტენორი]]). საქართველოს სახალხო არტისტი (1965).  
  

მიმდინარე ცვლილება 15:00, 16 მაისი 2025 მდგომარეობით

მიხეილ ყვარელაშვილი

მიხეილ ყვარელაშვილი − (18 მარტი.1906 ს. ხაშმი — 28 აპრილი 1984, თბილისი), ქართველი მომღერალი (ლირიკული ტენორი). საქართველოს სახალხო არტისტი (1965).

1932 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფ. ო. ბახუტაშვილ-შულგინას კლ.). ამავე წლიდან 1959-მდე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო. ლამაზი ტემბრის ხმის, შესანიშნავი სცენური მონაცემების მეოხებით მიხეილ ყვარელაშვილმა შექმნა დასამახსოვრებელი სახეები ქარულ და უცხოურ ოპერებში, ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას. წარმატება მოუტანა მიხეილ ყვარელაშვილს ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე გამოსვლამ მოსკოვში (1937). აქ წარმოდგენილ სამ ოპერაში („დაისი“, „ქეთო და კოტე“, „დარეჯან ცბიერი“) მიიღო მონაწილეობა. 1957-იდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში. გადაღებულია კფინოფილმებში: ვ. პიპინაშვილის „აკაკის აკვანი“, „მაიაკოვსკი იწყებოდა ასე“; აგრეთვე ფილმში „ეთერის სიმღერა“ (რეჟ. ს. დოლიძე), დოკუმენტურ ფილმში „აკაკი წერეთელი“. ყველა ამ ფილმში მიხეილ ყვარელაშვილმა შეასრულა აკაკი წერეთლის როლი.


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები