ჩერნი კარლ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჩერნი კარლ“ გადაიტანა გვერდზე „კარლ ჩერნი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კარლ ჩერნი“ გადაიტანა გვერდზე „ჩერნი კარლ“ გადამისამართებაზე) |
მიმდინარე ცვლილება 22:12, 18 მაისი 2025 მდგომარეობით
კარლ ჩერნი – (20 თებერვალი 1791, ვენა – 5 ივლისი 1857, იქვე), ავსტრიელი პიანისტი, პედაგოგი და კომპოზიტორი. ეროვნებით ჩეხი. კარლ ჩერნი სწავლობდა ჯერ მამასთან, ვენცელ ჩერნისთან, 1801-03 ლ. ბეთჰოვენთან. კარლ ჩერნი ვენის პიანისტური სკოლის ფუძემდებელია (XIX ს.I ნახ.). მისი მოწაფეებია: ფ. ლისტი, ტ. ლეშეტიცკი, და სხვ. კარლ ჩერნი1000-ზე მეტი ნაწარმოების (სიმფონიური საეკლესიო, კამერულ-საკრავიერი, მეტწილად საფორტეპიანო თხზულებების), მათ შორის ცნობილი „ეტიუდების“ ავტორია. მუსიკალურ პედაგოგიკაში ფართოდ გამოიყენება მისი ეტიუდები და სავარჯიშოები.