მთიბლური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
[[კატეგორია:ქართული ხალხური სიმღერები]] | [[კატეგორია:ქართული ხალხური სიმღერები]] | ||
[[კატეგორია:შრომის სიმღერები]] | [[კატეგორია:შრომის სიმღერები]] | ||
| + | [[კატეგორია:ქართული სიმღერები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 21:10, 19 მაისი 2025 მდგომარეობით
მთიბლური− ქართული ხალხური შრომის ლექს-სიმღერა. სრულდება თიბვის დროს. გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში. თუშურ-ფშაურ-ხევსურული ერთხმიანია, ქართლური და კახური – სამხმიანი. სიმღერის მოტივს გვრინს უწოდებენ. მთიბლურის ცხრამარცვლიანი ტაეპი 2 მუხლისაგან (5-4) შედგება. ეს საზომი დამახასიათებელია უძველეს წარმართულ ხუცობაქადაგებათა და ხმითნატირალთა ტექსტებისათვის, ამიტომ მთიბლურის წარმოშობაც წინაქრისტიანულ ხანას მიეწერება. მთიბლური პირველად დ. არაყიშვილმა ჩაიწერა ხევსურეთში და გამოაქვეყნა კრებულში „გრუზინსკოე ნაროდნოე მუზიკალნოე ტვორჩესტვო“ (1916).
დ. გოგოჭური
გ. ჩხიკვაძე