ეპიგონები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ეპიგონები“ გადაიტანა გვერდზე „ეპიგონი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ეპიგონი“ გადაიტანა გვერდზე „ეპიგონები“ გადამისამართებაზე)
 

მიმდინარე ცვლილება 22:40, 15 ივლისი 2025 მდგომარეობით

ეპიგონები(ბერძნ.) „შთამომავლები“. თავდაპირველად ეპიგონებს უწოდებდნენ იმ არგოსელ ბელადებს, რომლებმაც თებეს წინააღმდეგ „შვიდთა ლაშქრობის“ 10 წლის თავზე ახალი ბრძოლა წამოიწყეს მამათა სისხლის ასაღებად.

ბერძნული წყაროები ეპიგონთა ლაშქრობის მონაწილეებად ასახელებენ ალკმეონს (ამფიარაოსის ძეს), სთენელოსს (კაპანევსის ძეს) და სხვებს. ეპიგონებმა აიღეს თებე და იქ პოლინიკესის ძე თერსანდროსი გაამეფეს.

მოყოლებული ელინისტური ეპოქიდან, ალექსანდრე მაკედონელის მხედართმთავართა და მებრძოლთა ჩამომავლებსაც ეპიგონებად უხმობდნენ.

თანამედროვე მეტყველებაში ეპიგონი ხელმოცარულ მიმდევარს აღნიშნავს. ეპიგონობად ითვლება ის მიმბაძველობა საზოგადოებრივი აზრის, ლიტერატურისა თუ ხელოვნების სხვა სფეროებში, რომელმაც გარდასულ ისტორიულ ეპოქაში თავისი თავი გამოავლინა და ახლა უკვე მნიშვნელოვნად აღარ ითვლება.



[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები