გენიუსი
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''გენიუსი''' – ''(რომ.)'' თავდაპირველად რომაულ | + | '''გენიუსი''' – ''(რომ.)'' თავდაპირველად რომაულ [[მითოლოგია]]ში გენიუსი გვარის (მოდგმის) ღვთაება იყო. შემდეგ მან მიიღო მამაკაცთა მფარველის, მისი სასიცოცხლო ძალის შემოქმედისა და მთელი ცხოვრების თანამგზავრის ფუნქცია. |
+ | |||
+ | გენიუსი მხოლოდ მამაკაცთა შემწე იყო, ქალთა მფარველებად სხვა, განსაკუთრებულ სულებს – [[იუნო]]ებს მიიჩნევდნენ (იუნო). ყოველი რომაელი მოქალაქის დაბადების დღე აღინიშნებოდა როგორც მისი გენიუსისადმი მიძღვნილი ზეიმი. ამ დღეს იწირებოდა უსისხლო მსხვერპლი. ხანდახან თვლიდნენ, რომ ადამიანს ორი გენიუსი სდევს თან: კეთილი და ბოროტი. | ||
თავისი მფარველი გენიუსი ჰყავდა თითოეულ ოჯახს, ქალაქსა თუ ხალხს. რომის ფორუმზე იდგა რომის სახელმწიფოს მფარველი გენიუსის ქანდაკება. მას ყოველი წლის 9 ოქტომბერს მსხვერპლს სწირავდნენ. იმპერიის ეპოქაში მსხვერლს სწირავდნენ აგრეთვე მმართველი იმპერატორის გენიუსს. | თავისი მფარველი გენიუსი ჰყავდა თითოეულ ოჯახს, ქალაქსა თუ ხალხს. რომის ფორუმზე იდგა რომის სახელმწიფოს მფარველი გენიუსის ქანდაკება. მას ყოველი წლის 9 ოქტომბერს მსხვერპლს სწირავდნენ. იმპერიის ეპოქაში მსხვერლს სწირავდნენ აგრეთვე მმართველი იმპერატორის გენიუსს. | ||
ხაზი 16: | ხაზი 18: | ||
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] | [[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] | ||
[[კატეგორია:ღმერთები]] | [[კატეგორია:ღმერთები]] | ||
− | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:რომაული ღვთაებანი]] |
მიმდინარე ცვლილება 23:18, 19 სექტემბერი 2023 მდგომარეობით
გენიუსი – (რომ.) თავდაპირველად რომაულ მითოლოგიაში გენიუსი გვარის (მოდგმის) ღვთაება იყო. შემდეგ მან მიიღო მამაკაცთა მფარველის, მისი სასიცოცხლო ძალის შემოქმედისა და მთელი ცხოვრების თანამგზავრის ფუნქცია.
გენიუსი მხოლოდ მამაკაცთა შემწე იყო, ქალთა მფარველებად სხვა, განსაკუთრებულ სულებს – იუნოებს მიიჩნევდნენ (იუნო). ყოველი რომაელი მოქალაქის დაბადების დღე აღინიშნებოდა როგორც მისი გენიუსისადმი მიძღვნილი ზეიმი. ამ დღეს იწირებოდა უსისხლო მსხვერპლი. ხანდახან თვლიდნენ, რომ ადამიანს ორი გენიუსი სდევს თან: კეთილი და ბოროტი.
თავისი მფარველი გენიუსი ჰყავდა თითოეულ ოჯახს, ქალაქსა თუ ხალხს. რომის ფორუმზე იდგა რომის სახელმწიფოს მფარველი გენიუსის ქანდაკება. მას ყოველი წლის 9 ოქტომბერს მსხვერპლს სწირავდნენ. იმპერიის ეპოქაში მსხვერლს სწირავდნენ აგრეთვე მმართველი იმპერატორის გენიუსს.
ხალხურ წარმოდგენებში გენიუსი გველის სახებით აღიბეჭდა. ხელოვნებაში მას წარმოსახავდნენ ჭაბუკად, ხელში სიუხვის რქით ან თასით.
თანამედროვე მეტყველებაში „გენიოსს“ უწოდებენ უმაღლესი შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანს.