ყავლაშვილი შოთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „შოთა ყავლაშვილი“ გადაიტანა გვერდზე „ყავლაშვილი შოთა“ გადამის...)
 
ხაზი 11: ხაზი 11:
  
 
შოთა ყავლაშვილი გარადაიცვალა 1995 წელს, დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
 
შოთა ყავლაშვილი გარადაიცვალა 1995 წელს, დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
 +
 +
 +
<gallery>
 +
ფაილი:Karl marqsis saxelobis xidi.png|ჩუღურეთის ხიდი (ყოფილი კარლ მარქსის სახელობის ხიდი)
 +
ფაილი:Qorwinebis saxli.png|ქორწინების სახლის შენობა თბილისში
 +
ფაილი:OrTawalis centraluri avtosadguri.png|ორთაჭალა ცენტრალური ავტოსადგური
 +
ფაილი:BaraTaSvilis quCa.png|ბარათაშვილის ქუჩა, ხედი მთწმინდაზე
 +
</gallery>
  
  

მიმდინარე ცვლილება 16:29, 12 აგვისტო 2025 მდგომარეობით

შოთა ყავლაშვილი

შოთა ყავლაშვილი – (დ. 28 იანვარი, 1926, თბილისი — გ. დეკემბერი, 1995), ქართველი არქიტექტორი, სხვადასხვა დროს არქიტექტურულ სახელოსნოთა ხელმძღვანელი, ქალაქ თბილისის მთავარი არქიტექტორი, ქალაქ თბილისის მთავარი მხატვარი, მშრომელთა დეპუტატების თბილისის საბჭოს რამდენიმე მოწვევის დეპუტატი და თბილისის საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, შრომის წითელი დროშის ორდენისა და მედლების კავალერი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1981).

დაიბადა 1926 წელს თბილისში, საშუალო განათლება მიიღო თბილისშივე, 1943 წელს ჩაირიცხა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სააღმშენებლო ფაკულტეტზე არქიტექტურის სპეციალობით, რომელიც 1948 წელს დაამთავრა; 1950 წლიდან მუშაობას იწყებს „თბილქალაქპროექტის“ არქიტექტურულ სახელოსნოში არქიტექტორად; 1960 წელს უკვე თბილისის მთავარი არქიტექტორია; ამ ხნიდან მოყოლებული, შოთა ყავლაშვილი ათეული წლების განმავლობაში ერთთავად პასუხსაგებ პოსტებზეა და შემოქმედებით მუშაობას წარმატებით უთავსებს ორგანიზატორულ სამსახურს არქიტექტურისა და მშენებლობის სფეროში.

1964 წლიდან შოთა ყავლაშვილი მე-4 არქიტექტურულ სახელოსნოს ხელმძღვანელობს, 1967 წლიდან საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს სამშენებლო-არქიტექტურული საბჭოს წევრია, 1968-1970 წლებში თბილისის მეტროპოლიტენის სამმართველოს მთავარი არქიტექტორია, 1970 წელს ქალაქ თბილისის მთავარ არქიტექტორად და მთავარ არქიტექტურულ-საგეგმო სამმართველოს უფროსად ინიშნება, 1972-1974 წლებში საქართველოს სსრ სავაჭრო პალატის პრეზიდიუმის წევრად ირჩევენ და პალატის მხატვრად ნიშნავენ, 1973-1983 წლებში საერთაშორისო გამოფენების საქართველოს დამოუკიდებელი განყოფილების მთავარი მხატვარია და მისი ხელმძღვანელობით მომზადებული გამოფენები წარმატებით იმართება პარიზში, დასავლეთ ბერლინსა თუ ტოკიოში; 1980 წელს ირჩევენ თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატად და აღმასრულებელი კომიტეტის წევრად; 1982 წელს ინიშნება საქართველოს სსრ „სახმშენის“ თავმჯდომარის მოადგილედ.

შოთა ყავლაშვილი დიდ სამეურნეო-ორგანიზატორულ მუშაობასთან ერთად ნაყოფიერ შემოქმედებით მუშაობასაც ეწეოდა, იგი ასზე მეტი არქიტექტურული ნამუშევრის ავტორია, მათ შორის აღსანიშნავია: შოთა რუსთაველის დრამატული თეატრის აღდგენა-რეკონსტრუქცია (1950), ყოფილი კარლ მარქსის სახელობის ხიდის რეკონსტრუქცია თბილისში (1965), ქორწინების სახლის შენობა თბილისში (1965), ავტოსადგური ორთაჭალაში (1964), ადმინისტრაციული სახლი მეტრო „ისანთან“ (1972), თბილისის სპორტული აუზის კომპლექსი (1979), რომელმაც სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს პრემია დაიმსახურა 1982 წელს, და მრავალი სხვა.

1981 წელს შოთა დიმიტრის ძე ყავლაშვილს, ქალაქ თბილისის ბარათაშვილის ქუჩის ისტორიული განაშენიანების, რეკონსტრუქცია-რეგენერაციისა და კოლმეურნეობის მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის არქიტექტურისათვის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

შოთა ყავლაშვილი გარადაიცვალა 1995 წელს, დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.



[რედაქტირება] წყარო

რუსთაველის პრემიის ლაურეატები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები