ჯანდიერი ლევან (არქიტექტორი)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჯანდიერი ლევან (არქიტექტორი)“ გადაიტანა გვერდზე „[[ლევან ჯანდიერ...) |
|||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Jandieri arq.png|thumb|ლევან ჯანდიერი]] | ||
'''ლევან ჯანდიერი''' – (დ. 1934 წლის 11 ოქტომბერს - გ. 1995), საქართველოს სსრ დამსახურებული არქიტექტორი (1982), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1985). | '''ლევან ჯანდიერი''' – (დ. 1934 წლის 11 ოქტომბერს - გ. 1995), საქართველოს სსრ დამსახურებული არქიტექტორი (1982), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1985). | ||
მიმდინარე ცვლილება 16:25, 15 აგვისტო 2025 მდგომარეობით
ლევან ჯანდიერი – (დ. 1934 წლის 11 ოქტომბერს - გ. 1995), საქართველოს სსრ დამსახურებული არქიტექტორი (1982), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1985).
დაიბადა თბილისში 1934 წლის 11 ოქტომბერს, დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1960 წელს, 1960-1969 წლებში მუშაობდა „თბილქალაქპროექტში“, 1969-1973 წლებში — „თბილზნიეპში“, ხოლო 1973-1995 წლებში, გარდაცვალებამდე — კვლავ „თბილქალაქპროექტში“.
ლევან ჯანდიერის განხორცილებული არქიტექტურული ნამუშევრები: საქართველოს მინისტრთა კაბინეტის კონფერენცდარბაზი და სპორტული კომპლექსი, ინგოროყვას და სულხან-საბას ქუჩების მიმდებარე ქუჩების კეთილმოწყობა, საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა დავით აღმაშენებლის პროსპექტზე, საქალაქო ბიბლიოთეკა კიშინიოვში, 480-ადგილიანი სასტუმრო მახაჩკალაში, სანატორიუმი ქ. სოჭში, თბილისის საავიაციო გაერთიანების საცხოვრებელი უბანი ინფრასტრუქტუერით, საცხოვრებელი სახლები წერეთლის, კანდელაკის და ბარნოვის ქუჩებზე, საცხოვრებელი უბნები ინფრასტრუქტურით წერეთლის, გამსახურდიას და მოსკოვის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიებზე, სპორტსაზოგადოება „დინამოს“ პანსიონატი ბიჭვინთაში, „თბილგაზის“ ადმინისტრაციული შენობა, სანიტარულ-ეპიდემიური სადგური თბილისში და მრავალი სხვა…
ლევან ჯანდიერის ნამუშევრებიდან შეიძლება გამოვყოთ საქართველოს კპ ცკ-ის პოლიტგანათლების სახლი (1979, თანაავტორები: ვ. აბრამაშვილი, გ. მირიანაშვილი, მხატვარი ზ. წერეთელი), აგრეთვე სატყეო მრეწველობის სამინისტროს ლაბორატორიული კორპუსი (1980), თბილისის ყოფილი ლენინის რაიონის პარტიის რაიკომის ადმინისტრაციული შენობა (1978).
1985 წელს ლევან ჯანდიერს, ქალაქ თბილისში ადმინისტრაციული შენობის არქიტექტურისათვის (თანაავტორები: ვ. აბრამაშვილი და გ. მირიანაშვილი) შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
ლევან ჯანდიერი გარდაიცვალა 1995 წელს, დაკრძალულია საზოგადო მოღვაწეთა საბურთალოს პანთეონში.