კონცელიძე ნანა
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კონცელიძე ნანა“ გადაიტანა გვერდზე „ნანა კონცელიძე“) |
(→წყარო) |
||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[აჭარაში მოღვაწე | + | [[საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ]] |
[[კატეგორია:ქართველი აგრონომები]] | [[კატეგორია:ქართველი აგრონომები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | [[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | ||
[[კატეგორია:კონცელიძეები]] | [[კატეგორია:კონცელიძეები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 14:08, 2 აპრილი 2026 მდგომარეობით
ნანა კონცელიძე – დაიბადა 1981 წლის 4 თებერვალს, ქალაქ ქობულეთში. 1999 წელს დაამთავრა ქობულეთის №7 საშუალო სკოლა, 2003 წელს – ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, აგრონომის სპეციალობით. 2006 წელს საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურა. 2009 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორის ხარისხი.
ავტორია წიგნებისა: „სუბტროპიკული კულტურების აგროტექნოლოგია“ (თანაავტორია, 2013), „სუბტროპიკულ-ტექნიკური კულტურები“ (თანაავტორია, 2015), „მეხილეობა“ (სამ ავტორთან ერთად, 2018). ავტორია 4 მონოგრაფიისა და 50-მდე სამეცნიერო სტატიისა.
ნანა კონცელიძე, მეცნიერების პარალელურად ლიტერატურის სფეროშიც მოღვაწეობს. იგი ავტორია ლექსთა კრებულებისა: „ვედრება“ (2002) და „ზღვის ტალღებში“ (2012). იბეჭდება პერიოდულ გამოცემებში.
წლების განმავლობაში მუშაობდა: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბათუმის სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში აგრონომიის ფაკულტეტის მდივნად, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აჭარის საკოორდინაციო ცენტრის წამყვან სპეციალისტად, ბათუმის სამედიცინო-ეკოლოგიური ინსტიტუტის პედაგოგად, ბათუმის უნივერსიტეტის ბიომრავალფეროვნების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ასისტენტად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის ფაკულტეტის უფროს მასწავლებლად.
2013 წლიდან ნანა კონცელიძე ამავე უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების მეცნიერ-თანამშრომელია.