ორმოცაძე ლალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 15: ხაზი 15:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[აჭარაში მოღვაწე თანამედროვე ქართველი მწერლები]]
+
[[საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ]]
 
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
 
[[კატეგორია:ორმოცაძეები]]
 
[[კატეგორია:ორმოცაძეები]]

მიმდინარე ცვლილება 14:09, 2 აპრილი 2026 მდგომარეობით

ლალი ორმოცაძე – ქართველი მწერალი, დაიბადა 1949 წლის 23 ნოემბერს, ლანჩხუთის რაიონში. 1966 წელს დაამთავრა ბათუმის 21-ე საშუალო სკოლა, 1972 წელს – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 1982 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეთიკა-ესთეტიკის სპეციალობით.

12-14 წლისა იბეჭდებოდა ჟურნალ „დილასა“ და გაზეთ „ნორჩ ლენინელში“.

20 წლის ასაკიდან მისი ნოველები პერიოდულად იბეჭდებოდა ჟურნალებში: „მნათობი“, „ცისკარი“, „ჭოროხი".

ავტორია ორი წიგნისა: „ჩემი პატარა ანგელოზი“ (ნოველების კრებული, 1993) და „გიყვარდეთ“ (ეთიკურ-ფსიქოლოგიური ხასიათის მოთხრობები).

სხვადასხვა დროს მუშაობდა: ქ. ბათუმის №1 საშუალო სკოლაში (ახლანდელი №2) პიონერხელმძღვანელად, ბათუმის უნივერსიტეტთან არსებულ აბიტურიენტთა მოსამზადებელ კურსებზე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, კითხულობდა სალექციო კურსს ბათუმის სამედიცინო კოლეჯში (ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ეთიკასა და ესთეტიკაში).

1990 წლიდან მუშაობდა ლანჩხუთის №1 საშუალო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.

2004-2009 წლებში იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერის მოადგილე.


[რედაქტირება] წყარო

საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები