ევფრონიოსი
(ახალი გვერდი: პელიკა მერცხლის გამოსახულებით '''ევფრონიო...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
== წყარო == | == წყარო == | ||
| − | + | [[ანტიკური საბერძნეთი (ხელოვნების ისტორია)|ანტიკური საბერძნეთი]] | |
[[კატეგორია:ძველი საბერძნეთი]] | [[კატეგორია:ძველი საბერძნეთი]] | ||
[[კატეგორია:ძველი ბერძენი მხატვრები]] | [[კატეგორია:ძველი ბერძენი მხატვრები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 15:51, 2 აპრილი 2026 მდგომარეობით
ევფრონიოსი – (ძვ. ბერძ. Εὐφρόνιος, ძველი ბერძენი ლარნაკების მხატვარი და მეთუნე. წითელფიგურიანი კერამიკის ერთ-ერთი შესანიშნავი ოსტატი, ევთიმიდესი ჯერ კიდევ წინარე ხანაში, არქაიკის პერიოდში მოღვაწეობდა. მის მიერ შესრულებული ერთ-ერთ ლარნაკს გარშემო მიუყვება წარწერა: „მოხატა ევთიმიდესმა, პოლიოსის შვილმა, ისე როგორც ვერ მოხატავდა ევფრონიოსი“. ეს წარწერა ელადის მეთუნეებს შორის ერთგვარი შეჯიბრების, კონკურენციის არსებობაზე მიგვითითებს.
ძვ.წ. VI-V სს-ის მიჯნაზე მართლაც მოღვაწეობდა ოსტატი ევფრონიოსი, რომელიც, როგორც ცნობილია, ათენში თავდაპირველად როგორც მონა ისე მოხვდა, შემდეგ თავისუფლება მიიღო და სამეთუნეო სახელოსნოს მფლობელი გახდა. მისი ხელმოწერით 15-მდე ლარნაკია შემორჩენილი და ისინი წითელფიგურიანი კერაშიკის საუკეთესო ნიმუშებს წარმოადგენენ. მისი ერთ-ერთი ნამუშევარია პეტერბურგში, ერმიტაჟის მუზეუმში დაცული პელიკე მერცხლის გამოსახულებით.
ამ ლარნაკის მოხატულობა ლირიზმითა და რომანტიკულობითაა აღბეჭდილი. ჭურჭლის მუცელზე ამგვარი სცენა იშლება: სამი ადამიანი – მამაკაცი, ჭაბუკი და პატარა ბიჭუნა – მათ თავზე მოფარფატე მერცხალს შესცქერის და სხვადასხვაგვარად გამოხატავს თავის გრძნობებს. ნახატის ჩანაფიქრს აკონკრეტებს თითოეულ პერსონაჟთან დატანილი წარწერა: „შეხედე, მერცხალი!“ - შესძახებს ჭაბუკი და ჩიტისაკენ მიუთითებს; „მართლაც, ჰერაკლეს ვფიცავ!“ – თავშეკავებულად ადასტურებს შუახნის მამაკაცი; „აი, გაზაფხულიც მოვიდა!“ ― სიხარულით აღმოხდება ყმაწვილს. ამ შემთხვევაში წარწერა ერთგვარად ლიტერატურული ტექსტის ფუნქციას ასრულებს, შინაარსობრივად ავსებს კომპოზიციას და აძლიერებს პოეტურ განწყობას სცენაში.