კორგანოვი იოსებ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''იოსებ ივანეს ძე კორგანოვი''' − (1811-02.1870), სომეხი გენერალ-მაიორი (2...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „იოსებ კორგანოვი“ გადაიტანა გვერდზე „კორგანოვი იოსებ“ გადამის...) |
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |
მიმდინარე ცვლილება 17:03, 27 ნოემბერი 2025 მდგომარეობით
იოსებ ივანეს ძე კორგანოვი − (1811-02.1870), სომეხი გენერალ-მაიორი (21.01.1860).
დაიბადა ტფილისში. გენერალ სოლომონ კორგანოვის ძმაა. ჯარში მსახურობდა 1834 წლიდან. საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო წმ. გიორგის IV ხარ. ორდენით (1842 წლის 25 იანვარი).
1852 წელს, მსახურობდა რანუხის მაზრის უროსად, მოკლა შამილის თანამესანგრე - ხაჯი-მურადი, რისთვისაც მას გამოეცხადა იმპერატორ ნიკოლოზ I პირადი მადლობა.
მონაწილეობდა 1853-1856 წლების ყირიმის (აღმოსავლეთის) ომში.
1852 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
1852-1860 წლებში სარდლობ და ჯარებს აფხაზეთში.
1862 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან მუნდირით და პენსიონით.
დაკრძალულია ტფილისში, ვერის სასაფლაოს საგვარეულო აკლდამაში.