მამულოვი სტეფანე
| (ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Mamulovi solomon.png|thumb|140პქ|სტეფანე მამულოვი]] | ||
'''სტეფანე სოლო მონისძე მამულოვი''' – (1902-26.09.1976), სომეხი გენერალ- ლეიტენანტი (09.07.1945). | '''სტეფანე სოლო მონისძე მამულოვი''' – (1902-26.09.1976), სომეხი გენერალ- ლეიტენანტი (09.07.1945). | ||
მიმდინარე ცვლილება 14:44, 9 დეკემბერი 2025 მდგომარეობით
სტეფანე სოლო მონისძე მამულოვი – (1902-26.09.1976), სომეხი გენერალ- ლეიტენანტი (09.07.1945).
დაიბადა ტფილისში, ვაჭრის ოჯახში. დაამთავრა ტფილისის ვაჟთა № 4 სკოლა 1920 წელს და, საკავშირო საგეგმო აკადემია1931 წელს.
1917-1919 წლებში მუშაობდა ტფილისის კერძო საწარმოში მეთუნუქედ.
1921-1922 წლებში მუშაობდა ტფილისის მე-10 რაიონის მილიციის კომისარიატში.
1922 წლიდან მსახურობდა წითელ არმიაში რიგითად, შემდეგ მე-3 ქართული მსროლელი დივიზიის, პარტიული ბიუროს მდივნად და, სამხედრო კომისრად.
1922-1923 წლებში მსახურობდა I ქართული მსროლელი დივიზიის, პოლიტგანყოფილების საორგანიზაციო ქვეგანყოფილების უფროსად.
1923-1924 წლებში მუშაობდა საქართველოს ცეკას, აფხაზეთის საოლქო კომიტეტის ინსტრუქტორად.
1924 წელს მუშაობდა გაზეთ ,,ტრუდოვაია აბხაზიას“ რედკოლეგიის წევრად და ამავე გაზეთის პასუხისმგებელი რედაქტორის მოადგილედ.
1924-1925 წლებში მუშაობდა განათლების მუშაკთა, აფხაზეთის კავშირის თავმჯდომარედ.
1925-1926 წლებში მუშაობდა საქართველოს ცეკას ქ.სოხუმის ქალაქკომის პასუხისმგებელ მდივნად.
1926 წელს დაინიშნა საქართველოს ცეკას, აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პროპაგანდის და აგიტაციის განყოფილების გამგედ.
1926-1927 წლებში მუშაობდა სოხუმის მაზრის პასუხისმგებელ მდივნად.
1927-1928 წლებში მუშაობდა საქართველოს ცეკას ინსტრუქტორად.
1928 წელს დაინიშნა საქართველოს ცეკას საინფორმაციო ქვეგანყოფილების გამგედ.
1928-1929 წლებში მუშაობდა საქართველოს ცეკას ინფორმატორად.
1929-1930 წლებში მუშაობდა საქართველოს ცეკას პასუხისმგებელი მდივნის თანაშემწედ.
1930-1931 წლებში მუშაობდა საქართველოს ცეკას საორგანიზაციო განყოფილების, პარტიული მშენებლობის სექტორის გამგედ და, საორგანიზაციო განყოფილების გამგის მოადგილედ.
1931-1932 წლებში მუშაობდა ყაზახეთის სსრ სამხარეო კომიტეტის 1-ი მდივნის თანაშემწედ.
1932-1933 წლებში მუშაობდა გაზეტ ,,კაზახსტანსკაია პრავდას“ პასუხისმგებელი მდივნის მოადგილედ და, ქ. პრიბალხაშის (ყაზახეთის სსრ) რაიკომის პასუხისმგებელ მდივნად.
1933-1934 წლებში მუშაობდა უკრაინის სსრ-ში ქ. დნეპროპეტროვსკის პეტროვსკის სახ. მეტალურგიული ქარხნის პარტიული კომიტეტის, სააგიტაციო-სამასო განყოფილების გამგედ და, პარტიული კომიტეტის მდივნის მოადგილედ.
1934-1936 წლებში მუშაობდა ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის საბჭოთა ვაჭრობის განყოფილების გამგის მოადგილედ.
1936 წელს დაინიშნა საქართველოს ცეკას, ხელმძღვანელი პარტიული მუშაკების განყოფილების გამგის მოადგილედ.
1936-1937 წლებში მუშაობდა საქართველოს ცეკას, ხელმძღვანელი პარტიული მუშაკების განყოფილების გამგედ.
1937-1938 წლებში მუშაობდა საქართველოს ცეკას, თბილისის საქალაქო კომიტეტის მე-3 მდივნად.
1938 წელს დაინიშნა საქართველოს ცეკას, სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგედ.
1939 წლიდან მსახურობდა შინსახკომის სისტემაში.
1939 წელს დაინიშნა სსრკ შინსახკომის - სამდივნოს უფროსის 1-ლ მოადგილედ.
1946 წლამდე მსახურობდა შსს-ს სამდივნოს უფროსად.
1943 წლის 14 თებერვალს მიენიჭა სახელმწიფო უშიშროების III რანგის კომისრის წოდება.
1946-1953 წლებში მუშაობდა სსრკ შსს მინისტრის მოადგილედ, იყო შსს კოლეგიის წევრი.
1953 წლის 30 ივნისს დააპატიმრეს ,,ბერიას საქმესთან“ დაკავშირებით, და 1954 წლის 28 სექტემბერს მიუსაჯეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
1968 წლის 28 ივნისს გაათავისუფლეს საპატიმროდან. პატიმრობას იხდიდა ვლადიმერის ციხეში. არ იქნა რეაბილიტირებული.
დაჯილდოებული იყო ლენინის (1949, 1952), წითელი დროშის (1940,1943), წითელი ვარსკვლავის (1944,1951), სამამულო ომის I ხარ.(1945) ორდენებით. მიღებული ჰქონდა შინსახკომის დამსახურებული მუშაკის (1942) სამკერდე ნიშანი.