ქიუჩარიანცი არტურ
(ახალი გვერდი: '''არტურ გრიგოლის ძე ქიუჩარიანცი''' – (13.01.1889-22.06.1962), სამედიცინო სამ...) |
|||
| (ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Qiucharianci.png|thumb|140px|არტურ ქიუჩარიანცი]] | ||
'''არტურ გრიგოლის ძე ქიუჩარიანცი''' – (13.01.1889-22.06.1962), სამედიცინო სამსახურის გენერალ-მაიორი (21.04.1943). | '''არტურ გრიგოლის ძე ქიუჩარიანცი''' – (13.01.1889-22.06.1962), სამედიცინო სამსახურის გენერალ-მაიორი (21.04.1943). | ||
მიმდინარე ცვლილება 13:10, 9 დეკემბერი 2025 მდგომარეობით
არტურ გრიგოლის ძე ქიუჩარიანცი – (13.01.1889-22.06.1962), სამედიცინო სამსახურის გენერალ-მაიორი (21.04.1943).
დაიბადა ტფილისში, ექიმის და ბალერინას ოჯახში.
1914 წელს დაამთავრა წმ. ვლადიმერის უნივერსიტეტის (ქ. კიევი), სამედიცინო ფაკულტეტის სრული კურსი, მაგრამ გამოსაშვები გამოცდები ჩაააბარა 1916 წელს. მაშინვე მიიღო მან მკურნალი ექიმის დიპლომიც.
მონაწილობდა (1914-1916) წლების პირველ მსოფლიო ომში, ჩრდილო-დასავლეთის ფრონტზე. მონაწილეობდა ცნობილ ბრუსილოვის გარღვევაში 1916 წელს. ორი მძიმე კონტუზიისა და ჭრილობის შემდეგ, სამედიცინო კომისიის დასკვნით, გაამწესეს პეტროგრადის სათადარიგო პოლკში (სოფ. კრასნოიე სელოში).
1917 წელს მონაწილეობდა გამოსვლებში დროებითი მთავრობის წინააღმდეგ. იმავე წელს შევიდა წითელი გვარდიის ბატალიონში, რომლის შემადგენლობაში მოგვიანებით შევიდა წითელ არმიაში.
1917 წელს დაამთავრა არქეოლოგიური ინსტიტუტი პეტროგრადში. წითელ არმიაში ეკავა სამხედრო-სანიტარული უწყების რიგი თანამდებობები.
1919 წელს მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში გენერალ იუდენიჩის ჯარების წინააღმდეგ, რომლებიც უტევდნენ პეტროგრადს.
1921 წელს მონაწილეობდა კრონშტადტის ამბოხის ჩახშობაში.
1922 წელს მონაწილეობდა საბჭოთა კარელიის დაცვაში თეთრ ფინელებისაგან.
1924-1926 წლებში მონაწილეობდა ბასმაჩების წინააღმდეგ ბრძოლებში, აღმოსავლეთ ბუხარაში.
1929 წელს ხელმძღვანელობდა სანიტარულ უზრუნველყოფას აღმოსავლეთ-ჩინეთის რკინიგზაზე, კონფლიქტის ლიკვიდაციის დროს (შორეულ აღმოსავლეთის წითელდროშოვანი ცალკეული არმიის შემადგენლობაში).
1929-1930 წლებში მსახურობდა ციმბირის სამხედრო ოლქის სანიტარული სამმართველოს უფროსად.
1930-1934 წლებში მსახურობდა მოსკოვის სამხედრო ოლქის სანიტარული სამმართველოს უფროსად.
1934-1940 წლებში იყო კიროვის სახ. სამხედრო-სამედიცინო აკადემიის უფროსი.
1937 წლამდე იყო ამავე აკადემიის სამხედრო კომისარი. ხელმძღვანელობდა სამხედრო და სამხედრო-სანიტარული დისციპლინების კათედრას. შექმნა სპეციალური ჰოსპიტალი, რომელიც მოქმედებდა ფინეთთან ომის დროს მოწინავე პოზიციებზე და, პირადად ხელმძღვანელობდა ამ ჰოსპიტალს.
1941-1944 წლებში ლენინგრადის ბლოკადის დროს, მუშაობდა წითელი არმიის სამედიცინო შემადგენლობის დახელოვნების კურსების უფროსად, სადაც იყო მიწვეული ქალაქის პროფესურა. კურსები იქნა შექმნილი ერთ-ერთი დიდი ჰოსპიტლის ბაზაზე, რომელსაც თვითონვე ხელმძღვანელობდა.
1935 წლის 23 ნოემბერს მიენიჭა დივიზიის ექიმი სამხედრო წოდება.
1938 წლის 22 თებერვალს მიენიჭა კორპუსის ექიმის სამხედრო წოდება.
1946 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ალიმენტარული დისტროფიის დროს ლიმფატური ორგანოების გისტო-მორფოლოგია“ 1947 წლიდან იყო კიროვის სახ. სამხედრო-სამედიცინო აკადემიის, სამხედრო-სამედიცინო მომზადების კათედრის დოცენტი.
1949-1957 წლებში მუშაობდა ლენინგრადის პედიატრიული ინსტიტუტის სამხედრო-სამედიცინო მომზადების კათედრის უფროსად.
1957 წელს გავიდა პენსიაში. გარდაიცვალა ლენინგრადში.
დაკრძალულია ბოგოსლოვსკის სასაფლაოს აკადემიურ მონაკვეთზე.
ავტორია წიგნებისა "Работа мощного эвакогоспиталя в условиях блокировочного города Ленинграда" (1942 г.) "Работа фронтового госпиталя для легко раненных (ФГЛР)" (1943 г.) "Гистоморфолоогия лимфатической системы при алиметарной дистрофии" (1943 г.)
საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებილი იყო ლენინის, 2 წითელი დროშის და წითელი ვარსკვლავის ორდენებით, საპატიო ოქროს სახელობითი იარაღით.