ვართანიანი ლევონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ვართანიანი ლევონ“ გადაიტანა გვერდზე „ლევონ ვართანიანი“ გადამ...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლევონ ვართანიანი“ გადაიტანა გვერდზე „ვართანიანი ლევონ“ გადამ...)
 

მიმდინარე ცვლილება 14:34, 11 დეკემბერი 2025 მდგომარეობით

ლევონ ვართანიანი

ლევონ მიკირტიჩის ძე ვართანიანი – (14.04.1924-2013), სომეხი გენერალ-მაიორი.

დაიბადა ქ. ტფილისში.

1929 წლიდან ცხოვრობდა ოჯახთან ერთად ქ. ლენინაკანში.

1942 წელს, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლობდა ორჯონიკიძის შინსახკომის თანამშრომელთა გადამზადების სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ მსახურობდა ლენინაკანში, გარე თვალთვალის მზვერავად, 1943-1944 წლებში სწავლობდა თბილისის შინსახკომის სპეც სკოლაში.

1944-1954 წლებში მსახურობდა ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატში, 1946 წლიდან (სამინისტროში).

1954-1957 წლებში სწავლობდა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის უმაღლეს სკოლაში.

1957 -1971 წლებში მსახურობდა ალტაის მხარის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სამმართველოში რწმუნებულის მოადგილედ.

1971-1974 წლებში მსახურობდა სსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში, საინსპექტორო სამმართველოს უფროს ინსპექტორად.

1974-1979 წლებში მსახურობდა იმავე სამმართველოს მე-3 განყოფილების უფროსად.

1979-1983 წწ.მსახურობდა იმავე სამმართველოს უფროსის მოადგილედ. 1983 წელს გავიდა პენსიაზე.

დაკრძალულია მოსკოვში, ტროეკუროვოს სასაფლაოზე.

დაჯილდოებულია 2 წითელი ვარსკვლავის ორდენით და სახელმწიფო უშიშროების საპატიო თანამშრომლის სამკერდე ნიშნით (1976).


[რედაქტირება] წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები