ჟირარი ალბერტ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ალბერტ ჟირარი“ გადაიტანა გვერდზე „ჟირარი ალბერტ“ გადამისამარ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ალბერტ ჟირარი“ გადაიტანა გვერდზე „ჟირარი ალბერტ“ გადამისამარ...) |
||
| (ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 5: | ხაზი 5: | ||
ჟირარი მეტად ახალგაზრდა, 37 წლის ასაკში გარდაიცვალა (1632), მაშინ მისი ცოლი მეთორმეტე შვილზე იყო ფეხმძიმედ. | ჟირარი მეტად ახალგაზრდა, 37 წლის ასაკში გარდაიცვალა (1632), მაშინ მისი ცოლი მეთორმეტე შვილზე იყო ფეხმძიმედ. | ||
| − | ჟირარი გამოჩენილი მათემატიკოსი იყო. მიუხედავად ადრეული გარდაცვალებისა, იგი არაერთი მნიშვნელოვანი მათემატიკური აღმოჩენის ავტორია. 1625 წელს გამოქვეყნდა ნაშრომი, რომელშიც პირველად განაცხადა (დამტკიცების გარეშე), რომ 4 n + 1 ფორმის ყველა მარტივი რიცხვი შეიძლება წარმოდგენილი იყოს ორი კვადრატის ჯამის სახით (ფერმა-ეილერის თეორემა, რომელსაც დიქსონი ჟირარის თეორემას უწოდებს). ტრიგონომეტრიის შესახებ თავის ტრაქტატში („Tables des Sinus, tangentes et secantes, avec un traicté succinct de la Trigonométrie tant des triangles plans, que sphéricques“, ჰააგა, 1626), | + | ჟირარი გამოჩენილი მათემატიკოსი იყო. მიუხედავად ადრეული გარდაცვალებისა, იგი არაერთი მნიშვნელოვანი მათემატიკური აღმოჩენის ავტორია. 1625 წელს გამოქვეყნდა ნაშრომი, რომელშიც პირველად განაცხადა (დამტკიცების გარეშე), რომ 4 n + 1 ფორმის ყველა მარტივი რიცხვი შეიძლება წარმოდგენილი იყოს ორი კვადრატის ჯამის სახით (ფერმა-ეილერის თეორემა, რომელსაც დიქსონი ჟირარის თეორემას უწოდებს). ტრიგონომეტრიის შესახებ თავის ტრაქტატში („Tables des Sinus, tangentes et secantes, avec un traicté succinct de la Trigonométrie tant des triangles plans, que sphéricques“, ჰააგა, 1626), ჟირარმა |
| + | სისტემაში მოაქცია მანამდე ცნობილი ყველა ბრტყელი და სფერული ტრიგონომეტრიის ყველა ცნობილი თორემა და რამდენიმე ახალი თეორემა შემოგვთავაზა. ზოგიერთი წყაროს თანახმად, მან პირველად გამოიყენა აბრევიატურები sin, cos და tan. | ||
მიმდინარე ცვლილება 12:53, 28 იანვარი 2026 მდგომარეობით
ალბერტ ჟირარი – (ფრანგ. Albert Girard, 1595–1632) ფრანგი მათემატიკოსი და მუსიკოსი. ჟირარის ცხოვრების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. იგი საფრანგეთში, პროტესტანტულ ოჯახში დაიბადა, ბავშვობიდანვე გატაცებული იყო მუსიკით და მოგვიანებით პროფესიონალურად უკრავდა ბარბითზე. 1610 წელს საფრანგეთში პროტესტანტული ღვთისმსახურება აიკრძალა და ბევრი პროტესტანტი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა, მათ შორის იყო ჟირარის ოჯახიც, რომელიც ნიდერლანდებში გადასახლდა. 1613 წლისთვის ჟირარი უკვე ამსტერდამში, ჰალეს რაიონში ცხოვრობდა.
1617 წელს, 22 წლის ასაკში, ჟირარი ჩაირიცხა ლეიდენის უნივერსიტეტში, სადაც მუსიკასა და მათემატიკას სწავლობდა.
ჟირარი მეტად ახალგაზრდა, 37 წლის ასაკში გარდაიცვალა (1632), მაშინ მისი ცოლი მეთორმეტე შვილზე იყო ფეხმძიმედ.
ჟირარი გამოჩენილი მათემატიკოსი იყო. მიუხედავად ადრეული გარდაცვალებისა, იგი არაერთი მნიშვნელოვანი მათემატიკური აღმოჩენის ავტორია. 1625 წელს გამოქვეყნდა ნაშრომი, რომელშიც პირველად განაცხადა (დამტკიცების გარეშე), რომ 4 n + 1 ფორმის ყველა მარტივი რიცხვი შეიძლება წარმოდგენილი იყოს ორი კვადრატის ჯამის სახით (ფერმა-ეილერის თეორემა, რომელსაც დიქსონი ჟირარის თეორემას უწოდებს). ტრიგონომეტრიის შესახებ თავის ტრაქტატში („Tables des Sinus, tangentes et secantes, avec un traicté succinct de la Trigonométrie tant des triangles plans, que sphéricques“, ჰააგა, 1626), ჟირარმა სისტემაში მოაქცია მანამდე ცნობილი ყველა ბრტყელი და სფერული ტრიგონომეტრიის ყველა ცნობილი თორემა და რამდენიმე ახალი თეორემა შემოგვთავაზა. ზოგიერთი წყაროს თანახმად, მან პირველად გამოიყენა აბრევიატურები sin, cos და tan.