სლუზი რენე დე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''რენე დე სლუზი''' − (René-François de Sluse, 7 ივლისი 1622 — 19 მარტი 1685), ბელგიელი მ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „რენე დე სლუზი“ გადაიტანა გვერდზე „სლუზი რენე დე“ გადამისამართ...)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 15:29, 28 იანვარი 2026 მდგომარეობით

რენე დე სლუზი − (René-François de Sluse, 7 ივლისი 1622 — 19 მარტი 1685), ბელგიელი მათემატიკოსი. ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1674).

დაიბადა ლიეჟის (ბელგია) მახლობლად. სწავლობდა რომში და მუშაობდა ლიეჟში. უმნიშვნელოვანესი მისი ნაშრომი „შუა ადგილის მოძებნა“ გამოქვეყნდა ორჯერ — ერთნელ 1659 წელს და მეორედ, უფრო გაფართოებულად, 1668 წელს. ორი საშუალო გეომეტრიულის განსაზღვრას ის განიხილავს კონუსური კვეთების საშუალებით. აქვე სლუზი განიხილავს აგრეთვე უსასრულოდ მცირეთა აღრიცხვის საკითხებს. მხებთა მეთოდი, რომელიც მას უკვე ჰქონდა 1652 წელს და უფრო გვიან გააუმჯობესა, ძალიან მოკლედ დაიბეჭდა 1672 წ. ინგლისის სამეფო საზოგადოების ჟურნალზი და ისიც ამ საზოგადოების მდივნის დაჟინებითი მოთხოვნით, სლუზი იყო აგრეთვე ცნობილი ფილოლოგი, ისტორიკოსი და იურისტი. აღმოსავლური ენების კარგად ცოდნამ მას საშუალება მისცა გაცნობოდა აპოლონიუსის შრომების ახლად აღმოჩენილ, მაგრამ მანამდე დაკარგულ არაბულ გამოცემას.


[რედაქტირება] წყარო

მათემატიკის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები