ანკილე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
[[კატეგორია:რომაული მითები]] | [[კატეგორია:რომაული მითები]] | ||
[[კატეგორია:მითოსური ნივთები]] | [[კატეგორია:მითოსური ნივთები]] | ||
| + | [[კატეგორია:ღმერთების ატრიბუტები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 11:49, 6 ივლისი 2017 მდგომარეობით
ანკილე – (რომ.) მარსის ფარი.
ლეგენდის თანახმად, ანკილე ციდან ჩამოვარდა. რომის მეფემ ნიმფა ეგერიასგან შეიტყო, რომ ეს ფარი უნდა ინახებოდეს, როგორც რომის უსაფრთხოების თილისმა. მეფემ ბრძანა კიდევ 11 ზუსტად ასეთივე ფარის გაკეთება, რათა ვერავის შეძლებოდა მათში ნამდვილი თილისმის ამოცნობა. ანკილეებს ინახავდნენ სალიები, რომლებიც წელიწადში ერთხელ მხედრული ცეკვებით ჩამოატარებდნენ ხოლმე მათ რომში.