ფილიოკვე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ფილიოკვე''' - (ბერძ.) სიტყვა-სიტყვით ნიშნავს: „და ძისაგანაც“. ე...)
 
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ფილიოკვე''' - (ბერძ.) სიტყვა-სიტყვით ნიშნავს: „და ძისაგანაც“. ეს ტერმინი დაამკვიდრა დასავლეთის ეკლესიამ და გულისხმობს, რომ ვითომ მათი აზრით სული წმიდა გამოდის, როგორც მამისაგან, ისე ძისაგან.
+
'''ფილიოკვე''' - (ლათინ.) სიტყვა-სიტყვით ნიშნავს: „და ძისაგანაც“. ტერმინი ლათინურმა ეკლესიამ დაამკვიდრა ნიკეა-კონსტანტინოპოლის [[სიმბოლო|სიმბოლოში]] სული წმიდასთან მიმართებაში.  
  
 +
ამ დოგმატური ფორმულის ისტორიული საწყისი საკმაოდ ბუნდოვანია. ცალკეულ მოსაზრებათა თანახმად, ის ტოლედოს III კრებიდან (589) იღებს დასაბამს, ზოგი მას კიდევ უფრო ადრეულ ხანას, კერძოდ, სარაგოსას კრების პერიოდს (380) უკავშირებს. დარწმუნებით იმის თქმა შეიძლება, რომ „ფილიოკვე“ დაახლოებით VI საუკუნეში ესპანურ, მოზარაბიკულ [[ლიტურგია|ლიტურგიაში]] დამკვიდრდა. აქედან მისი გამოყენება გავრცელდა საფრანგეთში, გერმანიასა და შემდეგ - იტალიაში.
  
== წყარო ==
+
ეს ტერმინი დასავლეთისა და [[აღმოსავლური ეკლესიები|აღმოსავლეთის ეკლესიათა]] შორის ერთ-ერთი უმწვავესი თეოლოგიური კამათის მიზეზი გახდა. მართლაც, დასავლეთის ეკლესია მიიჩნევს, რომ სული წმიდა „გამოვალს მამისაგან და ძისაგან (filioque)“, ხოლო აღმოსავლეთის ეკლესია კი აცხადებს, რომ სული წმიდა გამოდის „მამა ღმრთისგან ძის მეშვეობით“ (per Filium), რაც სამების საიდუმლოების განსხვავებულ განმარტებათა საფუძველს ქმნის. მოძღვრების თვალსაზრისით, გამოთქმა „ფილიოკვე“ აღმოსავლური [[სქიზმა|სქიზმის]] (1054) ერთ-ერთ მიზეზად იქცა.  
ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის. თბილისი, 2013 წ.
+
  
 +
 +
 +
 +
 +
 +
 +
== წყარო ==
 +
[[ქრისტიანობის ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:რელიგია]]
 
[[კატეგორია:რელიგია]]
[[კატეგორია:ტერმინოლოგია]]
+
[[კატეგორია:რელიგიური ტერმინები]]

მიმდინარე ცვლილება 22:39, 19 ივნისი 2023 მდგომარეობით

ფილიოკვე - (ლათინ.) სიტყვა-სიტყვით ნიშნავს: „და ძისაგანაც“. ტერმინი ლათინურმა ეკლესიამ დაამკვიდრა ნიკეა-კონსტანტინოპოლის სიმბოლოში სული წმიდასთან მიმართებაში.

ამ დოგმატური ფორმულის ისტორიული საწყისი საკმაოდ ბუნდოვანია. ცალკეულ მოსაზრებათა თანახმად, ის ტოლედოს III კრებიდან (589) იღებს დასაბამს, ზოგი მას კიდევ უფრო ადრეულ ხანას, კერძოდ, სარაგოსას კრების პერიოდს (380) უკავშირებს. დარწმუნებით იმის თქმა შეიძლება, რომ „ფილიოკვე“ დაახლოებით VI საუკუნეში ესპანურ, მოზარაბიკულ ლიტურგიაში დამკვიდრდა. აქედან მისი გამოყენება გავრცელდა საფრანგეთში, გერმანიასა და შემდეგ - იტალიაში.

ეს ტერმინი დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიათა შორის ერთ-ერთი უმწვავესი თეოლოგიური კამათის მიზეზი გახდა. მართლაც, დასავლეთის ეკლესია მიიჩნევს, რომ სული წმიდა „გამოვალს მამისაგან და ძისაგან (filioque)“, ხოლო აღმოსავლეთის ეკლესია კი აცხადებს, რომ სული წმიდა გამოდის „მამა ღმრთისგან ძის მეშვეობით“ (per Filium), რაც სამების საიდუმლოების განსხვავებულ განმარტებათა საფუძველს ქმნის. მოძღვრების თვალსაზრისით, გამოთქმა „ფილიოკვე“ აღმოსავლური სქიზმის (1054) ერთ-ერთ მიზეზად იქცა.




[რედაქტირება] წყარო

ქრისტიანობის ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები