მაჭავარიანი დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მაჭავარიანი დავით“ გადაიტანა გვერდზე „დავით მაჭავარიანი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დავით მაჭავარიანი“ გადაიტანა გვერდზე „მაჭავარიანი დავით“ გად...)
 

მიმდინარე ცვლილება 15:59, 22 ივნისი 2026 მდგომარეობით

დავით მაჭავარიანი – ( 30.08.1864–15.07.1924), ქართველი ოფიცერი. რუსეთის საიმპერატორო არმიის პოლკოვნიკი, რუსეთის რესპუბლიკის გენერალ-მაიორი და ქართული არმიის გენერალი. 1904-1905 წლების რუსეთ-იაპონიისა და I მსოფლიო ომების მონაწილე. წმ. გიორგის ორდენის კავალერი.

დაიბადა თბილისში, აზნაურის ოჯახში. დაწყბითი განათლება მიიღო რეალურ სასწავლებელში. შემდეგ დაამთავრა თემირხანშურას რეალური სასწავლებლის მექანიკა-ტექნიკური ფაკულტეტი 1884 წელს და თბილისის იუნკერთა სასწავლებელი 1888 წელს. აქვე ენიჭება პოდპორუჩიკის წოდება.

ჯარში მსახურობდა 1888 წლიდან. 1909 წელს დაამთავრა ოფიცრების მსროლელთა სკოლა. მსახურობდა ერევნის ლაიბ-გრენადერთა მე-13 პოლკში დაბა მანგლისში.


1892 წლიდან პორუჩიკია, 1900 წლიდან – შტაბს-კაპიტანი, 1901 წლიდან – კაპიტანი, ხოლო 1913 წლიდან – პოდპოლკოვნიკი.

მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, აღმოსავლეთ პრუსიის ბრძოლებში რამოდენიმეჯერ დაიჭრა. 1914 წლის 1 ნოემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

1916 წლის 26 აპრილს დაინიშნა რჟევის 490-ე ქვეითი პოლკის მეთაურად, ხოლო 1917 წლის 9 აგვისტოს – სახელმწიფო ლაშქრის 37-ე ბრიგადის მეთაურად.

1917 წლის 25 ოქტომბერს დროებითი მთავრობის მიერ მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება (გიორგის სტატუტის 49 და 54 მუხლების საფუძველზე).

1918 წლიდან საქართველოშია. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1918-1921 წლებში, მსახურობდა ქართულ ჯარში, კერძოდ: სამხედრო სამინისტროში, სახალხო გვარდიის მთავარ შტაბში. იყო ოფიცერთა საკრებულოს სასამართლოს თავმჯდომარე.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუსული ბოლშევიკური ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, 1921 წლის მარტიდან, ზოგიერთი სხვა ქართველი გენერლის მსგავსად არ მიდის ემიგრაციაში და რჩება სამშობლოში. იგი გადადგა სამხედრო სამსახურიდან და ცხოვრობდა თბილისში, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1924 წელს. დაკრძალულია იქვე. მისი საფლავი დაცულია.

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოვდა: წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენით (1917 წლის 25 ოქტომბერს); წმინდა სტანისლავის II (1910წ.) ხარისხის ორდენით; წმინდა ანას III (1907 წ.) ხარისხის ორდენით; წმინდა ვლადიმირის IV (მახვილებით და ბაფთით – 1915 წ.) და III ხარისხის ორდენით (მახვილებით – 1917 წ.).

[რედაქტირება] წყარო

[კატეგორია: წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენოსნები]]

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები