ავიამზიდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
Labashidze (განხილვა | წვლილი) (→წყარო) |
||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი | + | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:სამხედრო ხომალდები]] | [[კატეგორია:სამხედრო ხომალდები]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:სამხედრო ტექნიკა]] |
მიმდინარე ცვლილება 12:30, 26 თებერვალი 2018 მდგომარეობით
ავიამზიდი - წყალზედა ხომალდი, რომლის ძირითად საბრძოლო საშუალებებს წარმოადგენს სახომალდე (საგემბანე) თვითმფრინავები და ვერტმფრენები. ავიამზიდები შეადგენენ მოწინავე ქვეყნების ფლოტის საერთო დანიშნულების ძალების საფუძველს და წარმოადგენენ სტანდარტული დამრტყმელი ძალების მნიშვნელოვან რეზერვს.
XX საუკუნის ბოლოსათვის საზღვარგარეთის ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებში ირიცხებოდა 25-ზე მეტი ავიამზიდი. ავიამზიდს აქვს ასაფრენი გემბანი, 2–4 კატაპულტი, გემბანისქვეშა ანგარები, ლიფტები საფრენი აპარატის ამოსაწევად, ჩასაწევად და სხვა. თავდაცვისთვის იგი აღჭურვილია საზენიტოსარაკეტო კომპლექსით და უნივერსალური არტილერიით. განასხვავებენ მრავალმიზნობრივ, დამრტყმელ და ნავსაწინააღმდეგო ავიამზიდებს.