პირითოოსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 3: | ხაზი 3: | ||
ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ფართოდ იყო ცნობილი პირითოოსისა და [[ჰიპოდამეა]]ს ქორწილი ([[ლაპითები]]), რომელსაც [[კენტავრები]]ს და [[ლაპითები|ლაპითების]] [[ბრძოლა]] მოჰყვა. | ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ფართოდ იყო ცნობილი პირითოოსისა და [[ჰიპოდამეა]]ს ქორწილი ([[ლაპითები]]), რომელსაც [[კენტავრები]]ს და [[ლაპითები|ლაპითების]] [[ბრძოლა]] მოჰყვა. | ||
| − | პირითოოსი სახელოვან [[თესევსი|თესევსთან]] ერთად მონაწილეობდა [[კალიდონის ნადირობა]]ში, [[ამორძალები|ამორძალთა]] წინააღმდეგ ომში, აგრეთვე [[ელენე]] | + | პირითოოსი სახელოვან [[თესევსი|თესევსთან]] ერთად მონაწილეობდა [[კალიდონის ნადირობა]]ში, [[ამორძალები|ამორძალთა]] წინააღმდეგ ომში, აგრეთვე [[მშვენიერი ელენე|ელენეს]] მოტაცებაში. ჰიპოდამეას გარდაცვალების შემდეგ კი ისურვა [[პერსეფონე]]ს მოტაცება, მაგრამ ამ სურვილს შეეწირა. იგი სამუდამოდ დარჩა [[ჰადესი (ქვესკნელი)|ჰადესის]] კლდეში გამოკვეთილ ტახტზე მიკრული ([[თესევსი]]). ასეთად გამოსახავდნენ ამ კადნიერ გმირს [[ანტიკური]] ხანის მხატვრები. |
მიმდინარე ცვლილება 16:03, 5 ივლისი 2024 მდგომარეობით
პირითოოსი – (ბერძნ.) ლაპითთა მეფე. იქსიონისა (სხვა ვერსიით, ზევსის) და დიას ძე.
ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ფართოდ იყო ცნობილი პირითოოსისა და ჰიპოდამეას ქორწილი (ლაპითები), რომელსაც კენტავრების და ლაპითების ბრძოლა მოჰყვა.
პირითოოსი სახელოვან თესევსთან ერთად მონაწილეობდა კალიდონის ნადირობაში, ამორძალთა წინააღმდეგ ომში, აგრეთვე ელენეს მოტაცებაში. ჰიპოდამეას გარდაცვალების შემდეგ კი ისურვა პერსეფონეს მოტაცება, მაგრამ ამ სურვილს შეეწირა. იგი სამუდამოდ დარჩა ჰადესის კლდეში გამოკვეთილ ტახტზე მიკრული (თესევსი). ასეთად გამოსახავდნენ ამ კადნიერ გმირს ანტიკური ხანის მხატვრები.