მინჩაყი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მინჩაყ-ი''' ''(ბალყ.-ყარაჩ. Минчакъ – „მძივი, თვალი“)'' – ბალყარეთსა ...)
 
(წყარო)
 
ხაზი 9: ხაზი 9:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“, - თბილისი 2017
+
[[კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები]]
  
 
[[კატეგორია:რიტუალები]]
 
[[კატეგორია:რიტუალები]]
 
[[კატეგორია:ბალყარულ-ყარაჩული რიტუალები]]
 
[[კატეგორია:ბალყარულ-ყარაჩული რიტუალები]]
 
[[კატეგორია:სამკურნალო რიტუალები]]
 
[[კატეგორია:სამკურნალო რიტუალები]]

მიმდინარე ცვლილება 15:09, 19 დეკემბერი 2018 მდგომარეობით

მინჩაყ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Минчакъ – „მძივი, თვალი“) – ბალყარეთსა და ყარაჩში ფართოდ იყო გავრცელებული რწმენა სხვადასხვა სახის თვლების ზებუნებრივი, მაგიური ძალისა და სამკურნალო თვისებების შესახებ. მაგალითად, სიყვითლით დაავადებული თასმით ატარებდა დიდი ზომის მონაცისფრო მძივს, ანგინით დასნეულებული – თეთრი ფერის მძივს, შარდის ბუშტის ანთებით დაავადებული – წითელი ფერისას. რევმატიზმის შემთხვევაში ავადმყოფები თეთრი, შავი და წითელი ფერის დახვეული ძაფით დიდ მუქ მძივს ატარებდნენ, ჩირქოვან მუწუკის გაჩენისას მტკივან ადგილზე ალისფერ მძივს ჯერ მოისვამდნენ, მერე კი წითელ თასმეზე აცმულს კისერზე იკიდებდნენ. მაგრამ განსაკუთრებულად ფასობდა მსხვილი მუქი ნაცრისფერი მძივები, რომლებსაც „თილსიმს“ (არაბ. თილსამი – თილისმა, ამულეტი) უწოდებდნენ. მიაჩნდათ, რომ თილსიმი არამარტო ავადმყოფობას კურნავდა, არამედ ადამიანს უბედური შემთხვევებისგანაც იცავდა.


[რედაქტირება] ლიტერატურა

Джуртубаев М. Ч. Духовная культура карачаево-балкарского народа // Ас-Алан. М., 1998, № 1.


[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები