ჯილიან მინჩაყი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ჯილჲან მინჩაყი“ გადაიტანა გვერდზე „ჯილიან მინჩაყი“ გადამისამა...) |
(→წყარო) |
||
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
− | + | [[კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები]] | |
[[კატეგორია:ბალყარულ-ყარაჩული მითები]] | [[კატეგორია:ბალყარულ-ყარაჩული მითები]] | ||
[[კატეგორია:მითოსური ნივთები]] | [[კატეგორია:მითოსური ნივთები]] |
მიმდინარე ცვლილება 15:22, 19 დეკემბერი 2018 მდგომარეობით
ჯილჲან მინჩაყ-ი / ჟილჲან მინჩაყ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Джилян мынчакъ/Жилян мынчакъ –„გველის მძივი“) – მაგიური ძალის მქონე მძივი ბალყარულ-ყარაჩული რწმენა-წარმოდგენების მიხედვით. მიაჩნდათ, რომ მძივი გველს პირში ედო და მისი ძალით წართმევა არ შეიძლებოდა. მძივის დასაუფლებლად საჭირო იყო გველის წინ წითელი ნაჭრის ან თასმის დაგდება და ქვემძრომი თავად გადმოაგდებდა მას და წავიდოდა. სწამდათ, რომ თუ ადამიანი ამ მძივს პირში ჩაიდებდა, ნადირთა ენის გაგებასა და მათთან ლაპარაკს შეძლებდა. გარდა ამისა, გველის მძივს ყველა ავადმყოფობის განკურნება შეეძლო. ხალხის შეხედულებით, სკილის მარცვლისტოლა გველის მძივი მწვანე (ვარიანტი: ლურჯი) ფერისა იყო. ზოგიერთი გადმოცემით, მძივს გველთა მეუფე ფლობს („შახმარანი“).
[რედაქტირება] ლიტერატურა
- Джуртубаев М. Ч. Духовная культура карачаево-балкарского народа // Ас-Алан. М., 1998, № 1;
- Каракетов Д. М. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014.