თავდაცვითი ოპერაცია
(ახალი გვერდი: '''თავდაცვითი ოპერაცია''' - მიზნის, ამოცანებისა და დროის მიხედვ...) |
Labashidze (განხილვა | წვლილი) (→წყარო) |
||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი | + | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:სამხედრო საქმე]] | [[კატეგორია:სამხედრო საქმე]] | ||
[[კატეგორია:საბრძოლო მოქმედებები]] | [[კატეგორია:საბრძოლო მოქმედებები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 16:22, 28 თებერვალი 2018 მდგომარეობით
თავდაცვითი ოპერაცია - მიზნის, ამოცანებისა და დროის მიხედვით შეთანხმებული და ურთიერთდაკავშირებული ოპერაციების, ბატალიების, ბრძოლებისა და დარტყმების ერთობლიობა.
თავდაცვით ოპერაციას ერთიანი ჩანაფიქრით და გეგმით აწარმოებს გაერთიანება მოწინააღმდეგის უპირატესი ძალების შემოტევის (შემოჭრის) ჩასაშლელად, მისთვის ზიანის მისაყენებლად, მნიშვნელოვანი ზღუდეების, რაიონებისა და ობიექტების შესანარჩუნებლად, დროის მოსაგებად, ძალებისა და საშუალებების დასაზოგად და შეტევაზე (კონტრშეტევაზე) თავისი ჯარების გადასვლისთვის პირობების შესაქმნელად.
მასშტაბების მიხედვით თავდაცვითი ოპერაცია შეიძლება იყოს სტრატეგიული, დაჯგუფების (არმიების ჯგუფის), არმიის (კორპუსის). ჩვეულებრივ, თავდაცვითი ოპერაციები ხორციელდება შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სახეობის გაერთიანებების (შენაერთების) ერთობლივი ძალისხმევით.