თანამედროვეობის გლობალური პრობლემები
(ახალი გვერდი: '''თანამედროვეობის გლობალური პრობლემები''' - პლანეტარული ხას...) |
|||
| (ერთი მომხმარებლის 5 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''თანამედროვეობის გლობალური პრობლემები''' - პლანეტარული ხასიათის იმ ურთიერთდაკავშირებული | '''თანამედროვეობის გლობალური პრობლემები''' - პლანეტარული ხასიათის იმ ურთიერთდაკავშირებული | ||
პრობლემების ერთობლიობა, რომლებიც ეხება კაცობრიობის სასიცოცხლო მნიშვნელობის ინტერესებს და რომელთა | პრობლემების ერთობლიობა, რომლებიც ეხება კაცობრიობის სასიცოცხლო მნიშვნელობის ინტერესებს და რომელთა | ||
| − | გადაწყვეტაც მოითხოვს ყველა სახელმწიფოსა და ხალხთა ერთობლივ ძალისხმევას. | + | გადაწყვეტაც მოითხოვს ყველა [[სახელმწიფო|სახელმწიფოსა]] და ხალხთა ერთობლივ ძალისხმევას. |
თანამედროვეობის გლობალური პრობლემების სისტემა მოიცავს ორ ძირითად ჯგუფს - საკუთრივ სოციალურს და ეკოლოგიურს. | თანამედროვეობის გლობალური პრობლემების სისტემა მოიცავს ორ ძირითად ჯგუფს - საკუთრივ სოციალურს და ეკოლოგიურს. | ||
| ხაზი 19: | ხაზი 19: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი | + | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:პოლიტიკური ტერმინები]] |
მიმდინარე ცვლილება 11:41, 19 ივნისი 2018 მდგომარეობით
თანამედროვეობის გლობალური პრობლემები - პლანეტარული ხასიათის იმ ურთიერთდაკავშირებული პრობლემების ერთობლიობა, რომლებიც ეხება კაცობრიობის სასიცოცხლო მნიშვნელობის ინტერესებს და რომელთა გადაწყვეტაც მოითხოვს ყველა სახელმწიფოსა და ხალხთა ერთობლივ ძალისხმევას.
თანამედროვეობის გლობალური პრობლემების სისტემა მოიცავს ორ ძირითად ჯგუფს - საკუთრივ სოციალურს და ეკოლოგიურს.
საკუთრივ სოციალურს წარმოადგენენ:
- ბირთვულ ხანაში ომისა და მშვიდობის პრობლემები, დემოგრაფიის, ცალკეული ქვეყნებისა და
- რეგიონების ეკონომიკური ჩამორჩენილობის პრობლემები;
- მასობრივი ხასიათის სოციალური კატაკლიზმები (შიმშილი, სიღარიბე, სიღატაკე, ავადმყოფობები, ეპიდემიები
- და სხვა);
- ატმოსფეროს შესწავლა, ათვისება და შენარჩუნება;
- ბუნების, როგორც კაცობრიობის არსებობისათვის აუცილებელი გარემოს, რაციონალური გამოყენება;
- კაცობრიობის ადაპტაცია ბუნებრივი და სოციალური გარემოს შეცვლისადმი და სხვა.
პრობლემების მეორე ჯგუფს განაპირობებს ბუნებაზე, როგორც კაცობრიობის ბინადრობის ბუნებრივ გარემოზე, ადამიანთა საქმიანობის ზემოქმედების დამანგრეველი ხასიათი: ნაყოფიერი ნიადაგის ეროზია, გარემოს, უწინარეს ყოვლისა ბიოსფეროს გაჭუჭყიანება სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, ფლორის და ფაუნის განადგურება, ბუნებრივი წიაღისეულის, ნედლეულისა და ენერგეტიკული რესურსების უგუნური გამოყენება და ა.შ.