ბურსამჯელოზი ძუარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ბურსამჯელოზი ძუარ-ი''' ''(ოს. Бурсамджелозы дзуар)'' – შიდა ქართლის მდ. ...)
 
 
(ერთი მომხმარებლის 5 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''ბურსამჯელოზი ძუარ-ი''' ''(ოს. Бурсамджелозы дзуар)'' – შიდა ქართლის მდ. დიდი ლიახვის ხეობის სოფლებში მცხოვრები ოსების სალოცავი, რომელიც განსაკუთრებული თაყვანისცემის ობიექტი იყო. მისი სახელობის დღეობა სექტემბრის ბოლოს იმართებოდა; სწირავდნენ ცხვარს, აწყობდნენ ქუვდს ([[ლოცვა]]-ნადიმს) და ბურსამჯელოზი ძუარს სეტყვისაგან, ნაადრევი თოვლისა და მეწყერისაგან დაცვასა და ბარაქიან მოსავალს შესთხოვდნენ.
 
'''ბურსამჯელოზი ძუარ-ი''' ''(ოს. Бурсамджелозы дзуар)'' – შიდა ქართლის მდ. დიდი ლიახვის ხეობის სოფლებში მცხოვრები ოსების სალოცავი, რომელიც განსაკუთრებული თაყვანისცემის ობიექტი იყო. მისი სახელობის დღეობა სექტემბრის ბოლოს იმართებოდა; სწირავდნენ ცხვარს, აწყობდნენ ქუვდს ([[ლოცვა]]-ნადიმს) და ბურსამჯელოზი ძუარს სეტყვისაგან, ნაადრევი თოვლისა და მეწყერისაგან დაცვასა და ბარაქიან მოსავალს შესთხოვდნენ.
  
ბურსამჯელოზი ძუარის [[კულტი]] ბრუტსაბძელას (ოსურად „ბურსამძელი“) მთის თაყვანისცემასთან იყო დაკავშირებული და იგი, როგორც ჩანს, დიდი ლიახვის ხეობაში გადმოსახლებულმა ოსებმა ადგილობრივი ქართველებისგან მიიღეს. ოსურ-ქართული გადმოცემების თანახმად, ბრუტსაბძელას (ბურსამძელას) მთაზე ისევე, როგორც იმერეთსა და სამეგრელოში ტაბაკონას მთაზე (შდრ. გარცაბროკენის მთიანი მასივი გერმანიაში), ბატონობდნენ კუდიანი ჯადოქრები, რომლებიც მგზავრებს ქვებს უშენდნენ ან გრიგალს იწვევდნენ და აბრმავებდნენ, რის შემდეგაც ისინი კლდიდან ვარდებოდნენ და იღუპებოდნენ (1924 წელს გ. ჩურსინი, რომელიც ბრუტსაბძელას მთაზე ასვლას ლამობდა, მოსახლეობამ აღნიშნული მოტივით შეაჩერა). ხალხის რწმენით, მთაზე ამინდის ღმერთი, [[ელია]], ცხოვრობდა და ატმოსფერულ მოვლენებს განაგებდა. ერთ-ერთი ოსური გადმოცემის მიხედვით, მონადირე, რომელიც ბურსამძელას მთაზე არსებულ მღვიმეში მიჯაჭვული [[ამრანი]]ს (ამირანის) განთავისუფლებას შეეცადა, [[ვაცილა]]ს (წმ. ილიას) მიერ კლდიდან იქნა გადმოგდებული. ბრუტსაბძელას მთასთან დაკავშირებულია საქართველოს მეფის – თამარის სახელიც, რაც ისტორიულ რეალობას კი არ შეიცავს, არამედ ასახავს ღვთაების მიერ ამინდის მართვის უძველეს მითს. როგორც ჩანს, ბრუტსაბძელას მთა ატმოსფერულ მოვლენათა განმგებლის ადგილსამყოფლად იყო მიჩნეული და ბურსამჯელოზი ძუარის კულტიც აქედან მომდინარეობს. რაც შეეხება ბურსამძელის მთის კავშირს კუდიანებთან, იგი გვიანდელი მოვლენაა.
+
ბურსამჯელოზი ძუარის [[კულტი]] ბრუტსაბძელას (ოსურად „ბურსამძელი“) მთის თაყვანისცემასთან იყო დაკავშირებული და იგი, როგორც ჩანს, დიდი ლიახვის ხეობაში გადმოსახლებულმა ოსებმა ადგილობრივი ქართველებისგან მიიღეს. ოსურ-ქართული გადმოცემების თანახმად, ბრუტსაბძელას (ბურსამძელას) მთაზე ისევე, როგორც [[იმერეთი|იმერეთსა]] და სამეგრელოში ტაბაკონას მთაზე (შდრ. გარცაბროკენის მთიანი მასივი გერმანიაში), ბატონობდნენ [[კუდიანი]] ჯადოქრები, რომლებიც მგზავრებს ქვებს უშენდნენ ან გრიგალს იწვევდნენ და აბრმავებდნენ, რის შემდეგაც ისინი კლდიდან ვარდებოდნენ და იღუპებოდნენ (1924 წელს გ. ჩურსინი, რომელიც ბრუტსაბძელას მთაზე ასვლას ლამობდა, მოსახლეობამ აღნიშნული მოტივით შეაჩერა). ხალხის რწმენით, მთაზე ამინდის ღმერთი, [[ელია]], ცხოვრობდა და ატმოსფერულ მოვლენებს განაგებდა. ერთ-ერთი ოსური გადმოცემის მიხედვით, მონადირე, რომელიც ბურსამძელას მთაზე არსებულ მღვიმეში მიჯაჭვული [[ამრანი]]ს (ამირანის) განთავისუფლებას შეეცადა, [[ვაცილა]]ს (წმ. ილიას) მიერ კლდიდან იქნა გადმოგდებული. ბრუტსაბძელას მთასთან დაკავშირებულია საქართველოს მეფის – თამარის სახელიც, რაც ისტორიულ რეალობას კი არ შეიცავს, არამედ ასახავს ღვთაების მიერ ამინდის მართვის უძველეს მითს. როგორც ჩანს, ბრუტსაბძელას მთა ატმოსფერულ მოვლენათა განმგებლის ადგილსამყოფლად იყო მიჩნეული და ბურსამჯელოზი ძუარის კულტიც აქედან მომდინარეობს. რაც შეეხება ბურსამძელის მთის კავშირს კუდიანებთან, იგი გვიანდელი მოვლენაა.
  
 
ტერმინ „ბურსამჯელოზის“ ამოსავალი უნდა იყოს ქართული „ბრუტის ანგელოზი“ (შდრ. ქართული „მთავარანგელოზი“ და ოსური „თარანჯელოზი“).
 
ტერმინ „ბურსამჯელოზის“ ამოსავალი უნდა იყოს ქართული „ბრუტის ანგელოზი“ (შდრ. ქართული „მთავარანგელოზი“ და ოსური „თარანჯელოზი“).
ხაზი 12: ხაზი 12:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“, - თბილისი 2017
+
[[კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები]]
 +
 
  
[[კატეგორია:ოსთა სალოცავები]]
 
 
[[კატეგორია:დღესასწაულები]]
 
[[კატეგორია:დღესასწაულები]]
[[კატეგორია:კავკასიური დღესასწაულები]]
+
[[კატეგორია:კავკასიელ ხალხთა დღესასწაულები]]
 
[[კატეგორია:ოსური დღესასწაულები]]
 
[[კატეგორია:ოსური დღესასწაულები]]
 
[[კატეგორია:საკულტო დღესასწაულები]]
 
[[კატეგორია:საკულტო დღესასწაულები]]
 +
[[კატეგორია:სალოცავები]]

მიმდინარე ცვლილება 13:23, 20 იანვარი 2020 მდგომარეობით

ბურსამჯელოზი ძუარ-ი (ოს. Бурсамджелозы дзуар) – შიდა ქართლის მდ. დიდი ლიახვის ხეობის სოფლებში მცხოვრები ოსების სალოცავი, რომელიც განსაკუთრებული თაყვანისცემის ობიექტი იყო. მისი სახელობის დღეობა სექტემბრის ბოლოს იმართებოდა; სწირავდნენ ცხვარს, აწყობდნენ ქუვდს (ლოცვა-ნადიმს) და ბურსამჯელოზი ძუარს სეტყვისაგან, ნაადრევი თოვლისა და მეწყერისაგან დაცვასა და ბარაქიან მოსავალს შესთხოვდნენ.

ბურსამჯელოზი ძუარის კულტი ბრუტსაბძელას (ოსურად „ბურსამძელი“) მთის თაყვანისცემასთან იყო დაკავშირებული და იგი, როგორც ჩანს, დიდი ლიახვის ხეობაში გადმოსახლებულმა ოსებმა ადგილობრივი ქართველებისგან მიიღეს. ოსურ-ქართული გადმოცემების თანახმად, ბრუტსაბძელას (ბურსამძელას) მთაზე ისევე, როგორც იმერეთსა და სამეგრელოში ტაბაკონას მთაზე (შდრ. გარცაბროკენის მთიანი მასივი გერმანიაში), ბატონობდნენ კუდიანი ჯადოქრები, რომლებიც მგზავრებს ქვებს უშენდნენ ან გრიგალს იწვევდნენ და აბრმავებდნენ, რის შემდეგაც ისინი კლდიდან ვარდებოდნენ და იღუპებოდნენ (1924 წელს გ. ჩურსინი, რომელიც ბრუტსაბძელას მთაზე ასვლას ლამობდა, მოსახლეობამ აღნიშნული მოტივით შეაჩერა). ხალხის რწმენით, მთაზე ამინდის ღმერთი, ელია, ცხოვრობდა და ატმოსფერულ მოვლენებს განაგებდა. ერთ-ერთი ოსური გადმოცემის მიხედვით, მონადირე, რომელიც ბურსამძელას მთაზე არსებულ მღვიმეში მიჯაჭვული ამრანის (ამირანის) განთავისუფლებას შეეცადა, ვაცილას (წმ. ილიას) მიერ კლდიდან იქნა გადმოგდებული. ბრუტსაბძელას მთასთან დაკავშირებულია საქართველოს მეფის – თამარის სახელიც, რაც ისტორიულ რეალობას კი არ შეიცავს, არამედ ასახავს ღვთაების მიერ ამინდის მართვის უძველეს მითს. როგორც ჩანს, ბრუტსაბძელას მთა ატმოსფერულ მოვლენათა განმგებლის ადგილსამყოფლად იყო მიჩნეული და ბურსამჯელოზი ძუარის კულტიც აქედან მომდინარეობს. რაც შეეხება ბურსამძელის მთის კავშირს კუდიანებთან, იგი გვიანდელი მოვლენაა.

ტერმინ „ბურსამჯელოზის“ ამოსავალი უნდა იყოს ქართული „ბრუტის ანგელოზი“ (შდრ. ქართული „მთავარანგელოზი“ და ოსური „თარანჯელოზი“).


[რედაქტირება] ლიტერატურა

Чурсин Г. Ф. Осетины. Этнографический очерк. Тф., 1925.


[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები