საბრძოლო შესაძლებლობები
Labashidze (განხილვა | წვლილი) (→წყარო) |
|||
| ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი | + | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] | ||
[[კატეგორია:სამხედრო საქმე]] | [[კატეგორია:სამხედრო საქმე]] | ||
მიმდინარე ცვლილება 12:08, 26 თებერვალი 2018 მდგომარეობით
საბრძოლო შესაძლებლობები – რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების ერთობლიობა, რომელიც ახასიათებს ქვედანაყოფების, ნაწილების (ხომალდების), შენაერთების შესაძლებლობებს შეასრულონ გარკვეული საბრძოლო ამოცანები განსაზღვრულ ვადებსა და საბრძოლო გარემოს კონკრეტულ პირობებში. დამოკიდებულია პირადი შემადგენლობის რაოდენობაზე, მათი მომზადების დონესა და ფიზიკურ-მორალურ მდგომარეობაზე. ასევე – შეიარაღების და ტექნიკის არსებობასა და მდგომარეობაზე, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფაზე, სამეთაურო შემადგენლობის მომზადებაზე, ფიზიკურ-გეოგრაფიულ, კლიმატურ, მეტეოროლოგიურ და სხვა პირობებზე, ოპონენტის წინააღმდეგობის ძალასა და ხასიათზე.
საბრძოლო შესაძლებლობების განსაზღვრა ხდება მათემატიკური, გრაფიკული, გრაფოანალიტიკური და სხვა მეთოდებით ცხრილების, კომპიუტერების, გრაფიკების, ნომოგრამების და ა.შ. გამოყენებით. საბრძოლო შესაძლებლობების ყველაზე სრული და ობიექტური შეფასება შესაძლებელია მიღებულ იქნეს ბრძოლის (ოპერაციის) მოდელირების გზით.