ვერტმფრენი
(→წყარო) |
|||
| (2 მომხმარებლების 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ვერტმფრენი''' - საავიაციო საფრენი აპარატი, რომლის ამწევი ძალა და წინსვლითი მოძრაობის ძალა წარმოიქმნება ერთი ან რამდენიმე მზიდი ხრახნით. ვერტმფრენის მთავარი თავისებურებაა ვერტიკალური [[აფრენა]] და დაფრენა, მოცემულ წერტილზე დაკიდება, ნებისმიერი მიმართულებით გაფრენა. | + | '''ვერტმფრენი''' - საავიაციო საფრენი აპარატი, რომლის [[ამწევი ძალა]] და წინსვლითი მოძრაობის ძალა წარმოიქმნება ერთი ან რამდენიმე მზიდი ხრახნით. ვერტმფრენის მთავარი თავისებურებაა ვერტიკალური [[აფრენა]] და დაფრენა, მოცემულ წერტილზე დაკიდება, ნებისმიერი მიმართულებით გაფრენა. |
ხრახნის (ხრახნების) გარდა ვერტმფრენს აქვს ფიუზელაჟი, ძარა, ძალური დანადგარი, მთავარი რედუქტორი და | ხრახნის (ხრახნების) გარდა ვერტმფრენს აქვს ფიუზელაჟი, ძარა, ძალური დანადგარი, მთავარი რედუქტორი და | ||
| − | ტრანსმისია, აგრეთვე ვერტმფრენის და ძრავის მართვის სისტემა და სხვა. | + | [[ტრანსმისია]], აგრეთვე ვერტმფრენის და ძრავის მართვის სისტემა და სხვა. |
| − | + | [[ფაილი:VERTMFRENI.jpg|thumb|250პქ|ვერტმფრენი Bell UH-1 Iroquois]] | |
====ვერტმფრენის მახასიათებლები==== | ====ვერტმფრენის მახასიათებლები==== | ||
ვერტმფრენების ძირითადი მახასიათებლებია: | ვერტმფრენების ძირითადი მახასიათებლებია: | ||
| ხაზი 31: | ხაზი 31: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი | + | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:საფრენი აპარატები]] | [[კატეგორია:საფრენი აპარატები]] | ||
| − | |||
მიმდინარე ცვლილება 23:46, 17 მარტი 2022 მდგომარეობით
ვერტმფრენი - საავიაციო საფრენი აპარატი, რომლის ამწევი ძალა და წინსვლითი მოძრაობის ძალა წარმოიქმნება ერთი ან რამდენიმე მზიდი ხრახნით. ვერტმფრენის მთავარი თავისებურებაა ვერტიკალური აფრენა და დაფრენა, მოცემულ წერტილზე დაკიდება, ნებისმიერი მიმართულებით გაფრენა.
ხრახნის (ხრახნების) გარდა ვერტმფრენს აქვს ფიუზელაჟი, ძარა, ძალური დანადგარი, მთავარი რედუქტორი და ტრანსმისია, აგრეთვე ვერტმფრენის და ძრავის მართვის სისტემა და სხვა.
სარჩევი |
[რედაქტირება] ვერტმფრენის მახასიათებლები
ვერტმფრენების ძირითადი მახასიათებლებია:
- დაკიდების მაქსიმალური სიმაღლე (სტატიკური სიმაღლე) 2000-3500მ.,
- ფრენის მაქსიმალური სიმაღლე 4500-6000მ.,
- მაქსიმალური სიჩქარე 350კმ/სთ.,
- ტვირთამწეობა 40ტ.-მდე.
[რედაქტირება] ვერტმფრენის სახეები
ვერტმფრენები შეიძლება იყოს რეაქტიული და ტრანსმისიური ამძრავებით; ეს უკანასკნელი – ერთხრახნიანი საჭის ხრახნით, ორხრახნიანი გრძივი, განივი და თანაღერძული სქემებით, აგრეთვე მრავალხრახნიანები.
დანიშნულების მიხედვით სამხედრო ვერტმფრენები შეიძლება იყოს:
- საბრძოლო (საცეცხლე მხარდაჭერის, ტანკსაწინააღმდეგო, ნავსაწინააღმდეგო),
- სატრანსპორტო-საბრძოლო (მრავალმიზნობრივი, საერთო დანიშნულების),
- სატრანსპორტო - სადესანტო და სპეციალური.
[რედაქტირება] საბრძოლო ვერტმფრენი
საბრძოლო ვერტმფრენები საარმიო ავიაციის დამრტყმელ ძალას წარმოადგენენ. მათი დანიშნულებაა სახმელეთო და საზღვაო მიზნების, აგრეთვე დაფარვის და თანხლების სატრანსპორტო-საბრძოლო და სატრანსპორტო-სადესანტო ვერტმფრენების დაზიანება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტანკებსა და წყალქვეშა ნავებთან ბრძოლას.
საბრძოლო ვერტმფრენების შეიარაღებას წარმოადგენს უმართავი და მართვადი (მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო) რაკეტები, საარტილერიო და ბომბდამშენი შეიარაღება.
მიუხედავად იმისა, რომ ვერტმფრენების ძირითადი კონსტრუქციული გადაწყვეტა თვითმფრინავების შექმნის შემდეგ მოხდა, პრაქტიკული გამოყენებისთვის ვერტმფრენები XX საუკუნის 40-იან წლებში გამოჩნდა.