სამხედრო მოხმარება
(ახალი გვერდი: '''სამხედრო მოხმარება''' – საზოგადოებრივი პროდუქტის გამოყენე...) |
|||
| ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი | + | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 14:19, 6 აგვისტო 2018 მდგომარეობით
სამხედრო მოხმარება – საზოგადოებრივი პროდუქტის გამოყენება სამხედრო მიზნებისათვის. იგულისხმება საბოლოო სამხედრო პროდუქტის გამოყენება (მაგალითად, საკვებზე, ტანსაცმელზე პირადი შემადგენლობის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და ა.შ.; იარაღის, საბრძოლო ტექნიკის გამოყენება საბრძოლო სწავლების, ომისთვის მზადების და მისი წარმოების პროცესში).
ფართო თვალსაზრისით სამხედრო მოხმარება მოიცავს ურთიერთობების მთელ ერთობლიობას. ის უკავშირდება შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის და სხვა სამხედრო პროდუქციის დასამზადებლად განკუთვნილი წარმოების საშუალებების და შრომითი რესურსების გამოყენებას. XXI საუკუნის დასაწყისში განვითარებული ქვეყნების სამხედრო მოხმარების სტრუქტურაში იზრდება სამხედრო მოხმარების საგნების მრავალფეროვნება, სწრაფად მატულობს შეიარაღების, საბრძოლო ტექნიკის მოხმარება და იზრდება მაღალი ტექნოლოგიების პროდუქციის გამოყენება.