მინდვრის ხვართქლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
| − | |||
| − | |||
| − | [[კატეგორია:მცენარეები]] | + | |
| + | |||
| + | |||
| + | |||
| + | ==წყარო== | ||
| + | [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] | ||
| + | [[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]] | ||
| + | [[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:ხვართქლასებრნი]] | [[კატეგორია:ხვართქლასებრნი]] | ||
მიმდინარე ცვლილება 16:31, 1 ოქტომბერი 2019 მდგომარეობით
მინდვრის ხვართქლა – (Calystegia silvatica [Kit.] Griseb.); ოჯახი: ხვართქლასებრნი (Convolvutaceae). მრავალწლიანი ხვიარა ბალახოვანი მცენარეა. ფოთლები დიდი ზომისაა, 4-10 სმ სიგრძისა და კვერცხისებური, სამკუთხა ფორმის. ძირში გულისებურ-ისრისებური ან ისრისებური. ზედა ფოთლები მოგრძო-სამკუთხაა. ყვავილები მარტოულია და იღლიური. ყვავილი დიდი ზომისაა, თეთრი. ყვ. ნაყ. VI-IX. გავრცელებულია ტყის პირებში, ბუჩქნარებში, ნაკადულების ტერასებზე. კახეთში გვხვდება საკმაოდ ხშირად, მისი ნახვა შესაძლებელია ქალაქ თელავის მიდამოებში. გვხვდება თითქმის მთელ ტყიან საქართველოში.